Friday, May 1, 2015

გლობალური დათბობა - დედამიწის ტემპერატურა

ტერმინი გლობალური დათბობა - ასახავს იმ ფაქტს, რომ, რაც უფრო მეტი ნახშირორჟანგი (ან სათბურის სხვა აირი) დაემატება ატმოსფეროს და შთანთქავს დედამიწის ზედაპირიდან გამოსხივებულ სითბოს, მით უფრო მოიმატებს ჰაერის ტემპერატურა დედამიწის ზედაპირზე. უკანასკნელი რამდენიმე საუკუნის განმავლობაში კაცობრიობა სულ უფრო მეტი და მეტი რაოდენობით მოიხმარს ქვანახშირს, ნავთობსა და ბუნებრივ აირს. წვის შედეგად გამოყოფილი ნახშირორჟანგის გარკვეულ ნაწილს ოკეანეები და მცენარეები შთანთქავენ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ამ აირის თითქმის ნახევარი ატმოსფეროში მაინც რჩება. ადამიანის სამრეწველო საქმიანობის შედეგად ატმოსფეროში იფრქვევა სათბურის სხვა აირებიც. გამოთვლები გვიჩვენებს, რომ ამ აირების ზემოქმედებით გასულ საუკუნეში დედამიწაზე საშუალო ტემპერატურა 0.6 - 0.7 გრადუსით ჩ-ის ფარგლებში გაიზარდა. უკანასკნელი საუკუნის მანძილზე დედამიწაზე დათბობის პროცესი საგრძნობლად გაიზარდა!!

No comments:

Post a Comment