Saturday, May 2, 2015

თბილისის ეკოლოგიური პრობლემა

თბილისი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშეა, რაც პირველ რიგში, ჰაერის დაბინძურებითაა გამოწვეული. ასეთ პირობებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ნარგავების არსებობას, დაცვას და მათ მიერ დაკავებული ტერიტორიების მასშტაბების გაზრდას. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაავადებებით ყოველწლიურად დაახლოებით 2 მლნ ადამიანი იღუპება. ჯერ კიდევ 2003 წელს ბრიტანული კომპანიის კვლევების შედეგად, თბილისი ევროპაში ყველაზე დაბინძურებულ დედაქალაქად აღიარეს. ჰაერის დაბინძურებაში 90% მანქანების წილია. საქართველოს მასშტაბით თბილისში ტრანსპორტის 40% მოძრაობს. საზღვარგარეთიდან ჩამოყვანილი მანქანების უმრავლესობას არ აქვს სპეციალური ფილტრი, რომელიც მავნე გამონაბოლქვს მინიმუმამდე ამცირებს. ასეთი მანქანა 15-ჯერ მეტი რაოდენობით მავნე ნივთიერებას აფრქვევს. თბილისში, ქალაქის მოცულობის მიხედვით, 11 საწვავის შემმოწმებელი პუნქტი უნდა იყოს, თუმცა მხოლოდ 2-ია. იმის ნაცვლად, რომ ახალი რეკრეაციული ზონები იქმნებოდეს და არსებული ფართოვდებოდეს, "ურბანული განვითარების" მოტივით ათასწლოვანი ხეები კვლავ იჩეხება...

No comments:

Post a Comment