Thursday, May 7, 2015

როგორ გადაწყვიტეს ნაგვის პრობლემა შვეიცარიაში ?

როგორც წესი, შვეიცარიაში ვიზიტის შემდეგ, ტურისტები აღფრთოვანებულნი რჩებიან ქვეყანაში არსებული სისუფთავით, თუმცა იშვიათად ინტერესდებიან, რა გზით ხდება მისი შენარჩუნება?                                                                                                                                                 ნაგვის სორტირების სისტემა უკვე ბევრ ქვეყანაში გამოიყენება, ხოლო შვეიცარიაში თითქმის აბსურდამდეა დაყვანილი. ასორტირებენ ყველაფერს, რაც შესაძლებელია, ამ სისტემაში არ არსებობს გამონაკლისი - ყველა ვალდებულია დაასორტიროს ნაგავი სხვადასხვა ურნაში. ეს არის სრული დემოკრატია, რომელშიც ყველა მონაწილეობს. ასევე, არის დემოკრატიის არარსებობა, სადაც არ მიიღება დისკუსიები და პროტესტი. არ ხარ თანახმა - იხდი ჯარიმას.  ის ფაქტი, რომ მდიდარი ხარ, ვერ გაყენებს კანონზე მაღლა. ხშირად შეგვიძლია დავინახოთ, თუ როგორ აბარებენ ბოთლებს სპეციალურ პუნქტებში „ძვირადღირებული“ ავტომობილებიდან გადმოსული მოქალაქეები. ჩაბარებული ბოთლების რაოდენობით, შვეიცარია ლიდერია მსოფლიოში. 90%-ზე მეტი ბოთლი ბრუნდება მინის გადამამუშავებელ ქარხნებში. მინის მიღების და გადამუშავების პროგრამა 1972 წლიდან დაიწყო და დღემდე წარმატებულად მოქმედებს. მარტო რამდენიმე ლუდის ბოთლის მაღაზიაში მიტანის შემდეგ, უკან გარკვეულ თანხას აბრუნებენ. დანარჩენ შემთხვევაში, ბოთლების ჩაბარების დროს არაფერს არ იხდიან. საჭიროა თავსახურების მოხსნა და ბოთლების სორტირება მინის ფერის მიხედვით - თეთრი, ყავისფერი, მწვანე. ქაღალდსა და მუყაოს ცალ-ცალკე ამუშავებენ. მუყაოს გადამუშავება უფრო ძვირი ღირს. არავის მოუვა თავში გამოყენებული ბატარეის გადაგდება. ამიტომ, შვეიცარიაში გაყიდული ბატარეების 60%-ს უკან აბრუნებენ და არ აგდებენ ნაგვის ურნაში.
ცალკე აბარებენ PET- ბოთლებს, ცალკე - ძველ ელექტრონულ მოწყობილობებსა და სახლის ტექნიკას, ცალკე - სამშენებლო ნაგავს, ცალკე - დღის შუქის ნათურებს, ცალკე - კონსერვებს, ცალკე - ცხოველების ცხედრებს (მათი დასამარება აკრძალულია), ცალკე - მცენარეული ზეთის ნარჩენებს, ცალკე - მანქანის ზეთის ნარჩენებს ( აკრძალულია ზეთის შეცვლა საკუთარ ავტომობილში ამას მხოლოდ ტექ. სადგურებზე აკეთებენ 50 ფრანკად ). თქვენ იტყვით, რომ შეიძლება ამის არგაკეთებაც და ყველაფრის ერთ ურნაში ჩაყრა. შესაძლებელია თუმცა მაშინ მოგიწევთ დიდი გადასახადის გადახდა, რომელიც ნაგვის ყოველ კილოგრამზეა დაწესებული. ნაგვის ყოველ პარკზე აწესებენ მარკას, რომელიც ადასტურებს გადასახადის გადახდას. ნაგვის 5 კილოგრამი 2-3 ფრანკი ღირს. ზუსტად ამიტომ, ადგილობრივებს ყველაფერი მიაქვთ სპეციალურ პუნქტებში. რა სასაცილოდაც არ უნდა მოგეჩვენოთ, შვეიცარიაში გამოყენებული  ჩაის პაკეტის გადაგდების წესიც არსებობს: ეტიკეტი-მუყაოსთან, თვითონ პაკეტი- ძველ ქაღალდთან, ჩაი- კომპორტთან, სკრეპი- გამოყენებულ ლითონთან, ძაფი კი- მარკირებულ სანაგვე პარკში.
წესების დაცვას ნაგვის პოლიცია უზრუნველყოფს, თანამნედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით, აანალიზებენ მარკირების გარეშე ან სხვა ადგილას დატოვებულ ნაგავს. პოულობენ დამრღვევს და აჯარიმებენ. ჯარიმები ძალიან მაღალია.

                                           

No comments:

Post a Comment