Sunday, May 3, 2015

პოლარული ნათება

პოლარული ნათება არის პლანეტათა ატმოსფეროს ზედა ფენების ნათება. იგი საკმაოდ შთამბეჭდავი ოპტიკური მოვლენაა. პოლარული ნათება ჩნდება მაშინ, როდესაც მზის დამუხტული ნაწილაკები დედამიწის ატმოსფეროში შემოიჭრებიან ხოლმე. რაც უფრო დიდია მათი რაოდენობა, მით მეტად ეფექტური და მკვეთრი ნათება მიიღება. მეცნიერები ამ ფენომენს ასე ხსნიან: ის მზისგან წამოსული მაგნიტური წრისა და დედამიწის ირგვლივ არსებული მაგნიტური ველის ურთიერთშეხების შედეგად წარმოიქმნება. პოლარული ნათებისას ჭარბი რაოდენობით ენერგია გამოიყოფა. კოსმოსიდან დაკვირვებისას პოლარული ციალი გამოიყურება როგორც ცის სწრაფად ცვლადი ფერების ნათება ან როგორც მოძრავი ფერადი ზოლები. იგი მოძრავი სხივების, ხაზების, გვირგვინების მბზინვარებით ვლინდება. ყველაზე გავრცელებულია მწვანე ფერის პოლარული ნათება, რასაც იწვევს იონიზებული ჟანგბადი დედამიწის ზედაპირიდან. პოლარული ნათებების ნახვა შესაძლებელია მხოლოდ ჩრდილოეთით მდებარე ქვეყნებიდან, პოლარული სარტყლიდან. ეს იმიტომ, რომ ნაწილაკები ძირითადად პოლუსებისაკენ გროვდებიან და შემდეგ ურთიერთქმედებენ ისეთ აირებთან, როგორიცაა აზოტი და ჟანგბადი. პოლარული ნათება შესაძლებელია რამდენიმე წამიდან რამდენიმე დღემდე გაგრძელდეს. საინტერესოა, რომ ეს მოვლენა ხშირად გაზაფხულზე და შემოდგომაზე წარმოიქმნება და არა ზამთარში.

No comments:

Post a Comment