Thursday, May 14, 2015

მთიანი რეგიონების პრობლემები

მთები და მთიანი რეგიონები დღეს საქართველოსათვის მეტად მტკივნეულ და მოუგვარებელ პრობლემას წარმოადგენს და ეს მაშინ, როდესაც ჩვენ სწორედ მთიანი ქვეყანა ვართ, რადგან ტერიტორიის 79% მთაგორიანია, რა არის ჩვენთვის მთა და რატომ შეგვტკივა გული მის დღევანდელ სავალალო მდგომარეობაზე?                                                                                                                                                                                                                                                                         მაღალი მწვერვალებიდან და ქედებიდან, დახრილი ფერდობებიდან, წყალუხვი მდინარეები მოედინება. აქ სიმაღლესთან ერთად იზრდება ნალექიანობა, მცირდება ტემპერატურა, რის გამოც იკლებს ბიომასის პროდუქტიულობა, იზრდება ატმოსფერული წნევა. სიმაღლესთან ერთად თანდათან ზონალურად იცვლება ფლორა და ფაუნა.               მთაში სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა შეზღუდულია, მისი სიმცირისა და სიმწირის გამო. აქ კარგად ჩანს მზის ენერგიის მიწოდების ნაირგვარობა, ჩრდილო და სამხრეთ ფერდობებს შორის ბუნებრივი რესურსების შეზღუდულობა, ხშირია სტიქიური მოვლენები, სწორედ მთაშია სუბალპური და ალპური ველები და შესანიშნავი ტყის მასივები. დადგინდა , რომ მთა იყო და არის ყველა იმ სასიცოცხლო პროდუქტის მომწოდებელი, რომელიც ასე საჭიროა ადამიანისთვის (წყალი, წყლის ენერგია, ტყე და ტყის ნობათი, სამკურნალო მცენარეულობა, ეკოლოგიურად სუფთა სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, მრავალი სახეობის სასარგებლო წიაღისეული, ყველა პირობა რეკრეაციული და ტურისტული მეურნეობის განვითარებისთვის, მინერალური წყლები და სხვა). ამავე დროს ცნობილია რომ მთის ეკოსისტემა რთული და მყიფეა, მგრძნობიარე კლიმატის გლობალური პროცესების, ტექნიკური და ანთროპოგენური ზემოქმედების მიმართ. მთებში არსებული ბუნებრივი ბალანსის მცირედი დარღვევაც კი იწვევს კატასტროფულ შედეგს, რომელთაც მივყავართ განსაკუთრებულ ტექტონიკურ, ამინდკლიმატურ, ეკოლოგიურ სიტუაციამდე და კატასტროფამდე.
 

No comments:

Post a Comment