მეცნიერთა აზრით, დედამიწის ატმოსფეროსა და ოკეანის წყლებში ადამიანის ჩარევით გამოწვეული ცვალებადობა ჩვენს პლანეტას საშიშ ადგილად აქცევს, რადგან ბუნებრივი კატაკლიზმები უფრო ხშირი და უფრო დამანგრეველი ხდება. „პლანეტაზე, საიდანაც ვერსად გავიქცევით, ჩვენვე ვატარებთ უდიდეს და უმართავ ექსპერიმენტებს“. ამიტომ, უფრო კარგად რომ გვესმოდეს, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ადამიანთა ჩარევამ ბუნებრივი კატაკლიზმების სიხშირესა და სიძლიერეზე, საჭიროა ვიცოდეთ, ძირითადად რა იწვევს მათ. მაგალითად, რის გამო წარმოიქმნება ისეთი ძლიერი შტორმი, როგორიცაა გრიგალი? ატმოსფეროში ჰაერის მასების გადაადგილება დედამიწის კლიმატი ისეთ მექანიზმს მოგვაგონებს, რომელიც მზისგან მიღებულ ენერგიას გარდაქმნის და ანაწილებს. რამდენადაც მზე ყველაზე მეტად ტროპიკებში აცხუნებს, ტემპერატურის ასეთი ცვალებადობა ჰაერთა მასების არამდგრადობას იწვევს. დედამიწის დღეღამური ბრუნვის შედეგად მოძრავი ნოტიო ჰაერის მასები წარმოქმნის ძლიერ ქარებს, რომლის ზოგი სახეობა იწვევს დედამიწის ზედაპირის დადაბლებასა და დაძირვის უბნების წარმოქმნას. ამან კი, თავის მხრივ, შეიძლება ქარიშხალი გამოიწვიოს. თუ თვალყურს ადევნებთ ტროპიკულ გრიგალს, შენიშნავთ, რომ, ჩვეულებრივ, ის ეკვატორიდან ჩრდილოეთისკენ ან სამხრეთისკენ - უფრო ცივი რაიონებისკენ - ინაცვლებს. ამგვარად ეს შტორმები ცხელი ჰაერის მასების გადაადგილებას და შესაბამისად ზომიერი კლიმატის შენარჩუნებას უწყობს ხელს. მაგრამ, როდესაც ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ოკეანის ზედა ფენებში - ძლიერ გამთბარი ოკეანის არეში - დაახლოებით 27გრადუს C-ს აღემატება, ეს შტორმები იმდენად ძლიერდება, რომ ტროპიკულ ციკლონს წარმოქმნის. რეგიონების მიხედვით ამ შტორმებს აგრეთვე გრიგალი ან ტაიფული ეწოდება. ამერიკის შეერთებულ შტატებში გრიგალით გამოწვეული ყველაზე მომაკვდინებელი სტიქიური უბედურება 1900 წლის 8 სექტემბერს მოხდა ზღვისპირა ქალაქ გალვესტონში. გრიგალის ამოვარდნით გამოწვეულმა შტორმმა ამ ქალაქში იმსხვერპლა 6 000-დან 8 000-მდე ადამიანი, ხოლო მის შემოგარენში 4 000-მდე ადამიანი. 3 600 საცხოვრებელი სახლი მიწასთან გაასწორა. ფაქტობრივად, გალვესტონში არც ერთი ნაგებობა არ დარჩენილა დაუზიანებელი. მეცნიერები ცდილობენ გაარკვიონ, გამოიწვია თუ არა ისინი გლობალურმა დათბობამ, რაც ხელს უწყობს ასეთი გრიგალების წარმოსაქმნელად ენერგიის დაგროვებას. მაგრამ ამინდის ცვალებადობა შეიძლება გლობალური დათბობის გამომწვევი მხოლოდ ერთ-ერთი მიზეზი იყოს. სხვა პოტენციური საშიშროებების დანახვა უკვე ახლავეა შესაძლებელი.
No comments:
Post a Comment