Sunday, May 10, 2015

მყარი ნარჩენები

მსოფლიო ეკონომიკისა და მრეწველობის განვითარების თანამედროვე ეტაპზე სულ უფრო მეტად მწვავდება საკითხი სამრეწველო ობიექტების საქმიანობის თანმდევი ნარჩენების მიერ გარემოს დაბინძურების პრობლემებთან დაკავშირებით.                                                   უნდა აღინიშნოს, რომ დღეისათვის, მსოფლიოში ერთ სულ მოსახლეზე ყოველწლიურად მოიპოვება და გადამუშავდება 20 ტონამდე ბუნებრივი წიაღისეული, რომელიც თავის მხრივ საჭიროებს 800 ტ.-მდე წყლისა და 2,5 კვტ/სთ ელექტრული ენერგიის დანახარჯს. აღნიშნული 20 ტონიდან, 90-98% მიდის ტექნოგენურ ნარჩენებში. თანამედროვე გამოკვლევებით, დადგინდა, რომ ერთ სულ მოსახლეზე წელიწადში მოსული საყოფაცხოვრებო ნარჩენი 0,3-0,6 ტონას არ აღემატება, დანარჩენი 18-19 ტონა კი სწორედ სამრეწველო აქტივობების შედეგად წარმოქმნილ ნარჩენებზე მოდის. ჯამში დედამიწაზე დაგროვილია ასეულობით მილიარდი ტონა საწარმოო ნარჩენი, რომელიც გარემოს გამოუსწორებელ ეკოლოგიურ ზიანს აყენებს.         მძიმე მრეწველობის კუთხით, განსაკუთრებულ აქტუალურობას იძენს პრობლემები მტვერაირული გამონაბოლქვების, წვის მყარი პროდუქტების და ოქსიდური მტვერის, შლამების, წიდების და ელექტროტექნიკის ჯართის მაღალტექნოლოგიური ენერგოეფექტური უტილიზაციის შესახებ.

No comments:

Post a Comment