Sunday, May 17, 2015

რა არის კლიმატის ცვლილება

დღეს შემოგთავაზებთ პოსტს თუ რა არის კლიმატის ცვლილება. ვფიქრობ საინტერესო თემაა და იმედი მაქვს მოგეწონებათ.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                 კლიმატის ცვლილება თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური გამოწვევაა. მისი ფენომენი შემჩნეული იქმნა 20 საუკუნის 70 იანი წლებიდან, როდესაც დაფიქსირდა მსოფლიო საშუალო წლიური ტემპერატურის ზრდისა და გახშირებული კლიმატური კატასტროფების ტენდენცია. დღეისთვის, მეცნიერულად დადასტურებულია, რომ კლიმატის ცვლილება ხდება დედამიწის მასშტაბით. კლიმატის ცვლილების ზეგავლენა გამოიხატება მყინვარებისა და ყინულის ფენის დნობაში ოკეანეებში, ე.წ. „სითბური ტალღების“, გვალვების, ხოლო მეორე მხრივ, ძლიერი წვიმების, ოკეანის დონის აწევა, დატბორვების, წყალდიდობების, ღვარცოფების, მეწყერების, ზვავების, ცუნამების, სხვადასხვა ქარიშხლების გაძლიერებას და გახშირებას. კლიმატის ცვლილების შედეგად, იცვლება ბუნება და ეკოსისტემები, იზრდება ადამიანთა დაავადებების რისკი, ეპიდემიები. „სათბურის ეფექტით“ გამოწვეული მავნე შედეგების ინტენსივობა იზრდება ყოველწლიურად რაც კიდევ უფრო ამძაფრებს და სასწრაფოს ხდის პრობლემის გადაჭრის აუცილებლობას.  მე-20 საუკუნეში დაფიქსირებული და ამჟამად მიმდინარე კლიმატის ცვლილების მიზეზად აღიარებულია ადამიანის საწარმოო საქმიანობა და ინტენსიური ინდუსტრიალიზაცია, რის შედეგადაც გამოყოფილი სათბური აირები ცვლის ატმოსფეროს შემადგენლობას და ხელს უშლის სითბოს კარგვას. ამ აირებს „სათბური გაზები“ ეწოდება, რომელთა შორისაა ნახშირორჟანგი, მეთანი, აზოტის ქვეჟანგი, ჰიდროფტორნახშირბადები, პერფტორნახშირბადები და გოგირდის ჰექსაფტორიდი. ეს გაზები შთანთქავს დედამიწიდან ატმოსფეროში არეკლილ ინფრაწითელ გამოსხივებას და აბრუნებს მას დედამიწაზე. სათბური გაზების მთელი რაოდენობის 63%-ს ნახშირორჟანგი შეადგენს, შემდეგ მოდის მეთანი 24%-ით, აზოტის ქვეჟანგი 10%-ით და სხვა აირები - 3%-ით. ძირითად დამაბინძურებლებს შორის კი აღსანიშნავია: ჩინეთი, ინდონეზია და ბრაზილია.

No comments:

Post a Comment