Saturday, May 16, 2015

გეოთერმული ენერგოსისტემები

საქართველოში გეოთერმული წყლების პროგნოზული მარაგები აღწევს 250 მლნ.კუბ.მ-ს წელიწადში.   დღეისათვის ცნობილია 250-ზე მეტი ბუნებრივი და ხელოვნურად გაბურღული გამოსავლები, რომლებშიდაც გეოთერმული წყლის ტემპერატურა მერყეობს 30 - 110 გრ. ცელსიუსის ფარგლებში, ხოლო მთლიანი დებიტი აღწევს 160 ათას კუბ. მ-ს დერ- ღამეში. ეს გამოსავლები დაჯგუფებულია 44 საბადოდ. აქედან 3500 კვ.მ - ზე განთავსებულია ისეთი ჭაბურღილები რომელთა წყლის ტემპერატურა არის 85 გრ. ცელსიუსი და მეტი.                                                                                                                                                                                                                    გეოთერმული საბადოების 80% - მეტი განლაგებულია დასავლეთ საქართველოში. ზუგდიდ - ცაიშის გეოთერმულ ველზე დღეისათვის საექსპლოატაციოდ ვარგისად შეიძლება ჩაითვალოს 9 პროდუქტიული, 7 სარეინჟექციო და 3 სადამკვირვებლო ჭაბურღილი. დადგენილია, რომ საბადოებზე არსებობს ორი დამოუკიდებელი თერმოწყალშემცველი ჰორიზონტი, რომელზედაც რეინჟექციის ორგანიზების შემთხვევაში შეიძლება სტაბილურად მოვიპოვოთ 30 ათასი კუბ. მ. თერმული წყალი დერ - ღამეში.                                                                                                                                                 საქართველოს მთავარი საპორტო ქალაქის - ფოთის გეოთერმული მომარაგება შესაძლებელია განხორციელდეს ქვალონისა და მენჯის გეოთერმული წყლების საბადოებიდან.

No comments:

Post a Comment