Monday, May 11, 2015

ნარჩენების მართვა საქართველოში

ყველაზე ნათელი გამოხატულება იმისა, თუ რა ხდება დღეს ნარჩენების მართვის კუთხით საქართველოში, არის ნაგავსაყრელები. ყველა სახეობის ნარჩენი განურჩევლად ხვდება ნაგავსაყრელ პოლიგონებზე მაშინ, როცა მისი დიდი ნაწილის გადამუშავებაა შესაძლებელი. არც ნაგავსაყრელებზე მოხვედრილი ნარჩენების მოვლა-პატრონობა ხდება სათანადოდ, რითაც დიდი ზიანი ადგება გარემოს და ადამიანების ჯანმრთელობას. თუმცა, ასეთი არასახარბიელო მდგომარეობისა და პრობლემების სიმწვავის მიუხედავად, ნარჩენების მართვის სფეროში მნიშვნელოვანი ნაბიჯები არ შეინიშნება.                                                                                                                                             ნარჩენების ინვენტარიზაციის, რომელიც 2007 წელს ჩატარდა, შედეგებზე დაყრდნობით, საქართველოში არის 69 რეგისტრირებული ნაგავსაყრელი, მათი აბსოლუტური უმრავლესობა დასახურია და ვერ პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს. თუმცა, რეგისტრირებული ნაგავსაყრელების გარდა არსებობს ბევრი სტიქიური ნაგავსაყრელი, რომელთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. ქვეყანაში წარმოებული ნარჩენების აბსოლუტური უმრავლესობა, ნაგავსაყრელზე ხვდება. მცირე მოსახლეობისა და ქვეყნის ტერიტორიის გათვალისწინებით, საქართველოს ამდენი ნაგავსაყრელი არ უნდა ჰქონდეს. თუმცა გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ ნაგავსაყრელების რიცხვი მნიშვნელოვნად უნდა შემცირდეს ნარჩენების გადამუშავებისა და ახალი, თანამედროვე სტანდარტების ნაგავსაყრელების აშენების ხარჯზე.


No comments:

Post a Comment