Thursday, May 7, 2015

უელსის სანაპიროზე შტორმისგან გამოვლენილი, ბრინჯაოს ხანის ტყის მასივები

სიურეალიზმის ნაშთები უელსის სანაპიროზე, რომელიც ძლიერი წვიმების შედეგად იქნა გამოვლენილი, სადაც მუხისა და ფიჭვის უძველესი ხეების ფესვები გამოჩნდა იმ ადგილზე, სადაც დაკარგული ქალაქი ატლანტიდან მდებარეობდა. ამ სენსაციურ ფოტოებს მკვლევარები, ბრინჯაოს ხანის კვალიფიკაციას აძლევენ. ამ აღმოჩენასთან დაკავშირებით ამჟამად მეცნიერული კვლევა მიმდინარეობს. წყაროზე დაყრდნობით ამ ადგილზე უხსოვარ დროში ნაყოფიერი მიწები იყო, რომელიც შემდეგში ზღვამ დაფარა, ისევე როგორც ქალაქი ატლანტიდა გაქრა უკვალოდ.  არქეოლოგიური კვლევების შედეგად საბოლოო დასკვნის დადებამდე ვარაუდობენ, რომ ამ ადგილზე 5000 წლის წინ მუხისა და ფიჭვის ტყის მასივები იყო გაშენებული. საუკუნეების მანძილზე იცვლებოდა როგორც სანაპიროს მიმდებარე ტერიტორია, ასევე პლიაჟები, რომელიც ქვიშიანი გახდა.  ეს სიახლე მოითხოვს სიზუსტეებს და ზუსტი თარიღის დასახელებას, თუ რა დროიდან მომდინარეობს აღნიშნული უელსის სანაპიროზე ?!

No comments:

Post a Comment