Monday, May 4, 2015

მსოფლიოში ყველაზე სუფთა მდინარე და ტბა

მსოფლიოში ყველაზე სუფთა მდინარეა Verzasca, რომელიც შვეიცარიაში მდებარეობს. წყალი ისეთი სუფთაა, რომ ყველაფრის დანახვა შესაძლებელია ფსკერზე. მოგეხსენებათ შვეიცარია ცნობილია თავისი მრავალფეროვანი ლამაზი ბუნებით, ეს მდინარე კი შვეიცარიის ერთ-ერთი სიმდიდრეა. ტურისტები ხშირად სტუმრობენ მდინარეს, რომელიც მართლაც, რომ აღაფრთოვანებს ადამიანს თავისი სილამაზითა და სისუფთავით.                                                                                                                                                         
                                                                     
მსოფლიოში ყველაზე სუფთა ტბა კი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ორეგონში მდებარეობს. ამ ტბის სახელია Crater Lake, მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თვისება ის არის, რომ მას არ ერთვის არცერთი მდინარე და არ ივსება ხელოვნური მილებით. ეს ტბა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 5700 წელს შეიქმნა და დღესდღეობით მისი სიღრმეა 1220 მეტრი, ამხელა სიმაღლე ვულკანის ჩაშლის შემდეგ წარმოიქმნა. Crater Lake, მსოფლიოში მეცხრე ადგილზეა ღრმა ტბებს შორის. მაგრამ Crater Lake ყველა ტბისგან თავისი სისუფთავით გამოირჩევა, რომლის მსგავსი არ არსებობს მთელს დედამიწაზე.                        

No comments:

Post a Comment