Thursday, April 30, 2015

ბრაკონიერობა საქართველოში (გამოვაცხადოთ მის წინააღმდეგ ბრძოლა)

ბრაკონიერობა-ამ კატეგორიის საფრთხეს მიეკუთვნება უნებართვო ნადირობის ყველა სახის ფორმა, აგრეთვე აკრძალული მეთოდებით ნადირობა (ან თევზაობა). მიღებული მასალების ანალიზის შედეგად შეიძლება გამოიყოს რამდენიმე განსაკუთრებით სახიფათო ფორმები და ის სახეობები, რომლებზეც ამ კატეგორიის საფრთხეს მნიშვნელოვანი ზეგავლენა აქვს: ხაფანგებით ნადირობა; მომწამლავი ნივთიერებების გამოყენება; ელექტროდენის გამოყენება; ჩასადგმელი სათევზაო ხელსაწყოების გამოყენება; ნადირობა ავტომობილებიდან; გამანათებელი ხელსაწყოების გამოყენებით ნადირობა -მფრინველები, განსაკუთრებით წყალმცურავების ჭარბი მოპოვება...  საქართველოში მტაცებლების და მათ შორის მგლის რიცხოვნობის კლებას, ორი ძირითადი ფაქტორი განაპირობებს-პირველი, უკონტროლო ნადირობა, რომელიც პოპულაციაზე კონტროლს უშუალოდ ახდენს და ანთროპოგენული ზემოქმედებით გამოწვეული ადგილსამყოფელის (ჰაბიტატის) შემცირება და ფრაგმენტაცია, რომელიც არაპირდაპირ მოქმედებს პოპულაციების რიცხოვნობაზე. ბრაკონიერობამ საქართველოში,  მრავალი ცხოველთა სახეობა გადააშენა!!

No comments:

Post a Comment