Thursday, April 23, 2015

დაბინძურებული მდინარეები

მდინარის დაბინძურება უამრავ სავალალო შედეგს იწვევს. პირველი და ჩემი აზრით უმთავრესი იღუპება ეკო სისტემა, რომელიც წყლით საზრდოობს, დაბინძურებული გარემო იზიდავს უამრავ შხამიან მწერს, ქვეწარმავლებს... მდინარეები და ზოგადად წყლის რესურსები ისევ და ისევ მოსახლეობის არასწორი ქცევის გამო ბინძურდება, ამ ყველაფერს ალბათ ბუნების მიმართ საზოგადოების დაბალი თვითშეგნება განსაზღვრავს. მე ხშირად მინახავს მდინარეები, რომლებიც ბინძურდება, მოსახლეობის ეზოებში მოგროვილი ნაგვით. დროთა განმავლობაში მდინარის წყალი შრება, ბინძურდება, მისთვის დამახასიათბელი სიბინძურე, ქვეწარმავლების სიმრავლე ისევ და ისევ აწუხებს ადამიანს.  რომელიც არ უფრთხილდება ბუნების უმთავრეს სიმდიდრეს, წყალს და მის რესურსებს, რომელიც ადრე თუ გვიან ამოწურვადია.                                                              

No comments:

Post a Comment