Tuesday, April 28, 2015

რადიაცია

ეს არის გამოსხივება, რომელიც მიმდინარეობს კოსმოსური და მიწიერი წარმოშობის ბუნებრივი წყაროებიდან და აგრეთვე ხელოვნური რადიონუკლდებისგან, რომლებიც გაფანტულია ბუნებაში ადამიანის საქმიანობის შედეგად. რადიაციულ ფონს ქმნის:  1 ბუნებრივი რადიაციული ფონი.  2 ტექნოგენურად შეცვლილი ბუნებრივი რადიაციული ფონი.  3 ხელოვნური რადიაციული ფონი.  ბუნებრივი რადიაციული ფონი შედგება გარეგანი და შინაგანი დამსხივებელი წყაროებისგან. გარეგანი დასხივების კომპონენტებია:  1 კოსმოსური გამოსხივება.  2 ნიადაგის გამოსხივება.  3 ატმოსფეროს გამოსხივება.   ტექნოგენურად შეცვლილი ბუნებრივი რადიაციული ფონი:  1 წიაღისეულის ამოღება.  2 სხვადასხვაგვარი საწვავის წვა.  3 სასუქის გამოყენება.  4 შენობების მშენებლობა.  5 ფრენა დიდ სიმაღლეზე.  6 საყოფაცხოვრებო დასხივება (მანათობელი საათები, ტელევიზორი, კომპიუტერი, მობილური ტელეფონი და ა.შ)  ხელოვნური რადიაციული ფონი:  1 ატომური იარაღის აფეთქება.  2 სახალხო მეურნეობაში ხელოვნური რადიონუკლიდების გამოყენება.  3 ატომური ელექტროსადგურების ექსპლუატაცია.  4 ატომური ენერგიის გამოყენება სხვადასხვა სფეროში.  5 ავარიები ბირთვულ-ენერგეტიკულ დანადგარებზე.  რადიოაქტიური გამოსხივება არის მაიონებელი გამოსხივება, რომელიც წარმოიქმნება რადიოაქტიური ნივთიერებებისგან. ეს ატომის დაშლით ხდება. დროის ერთეულში დაშლილ ატომების რაოდენობას რადიოაქტიური აქტივობა ეწოდება. შინაგანი დასხივების კომპონენტები არის ადამიანის ორგანიზმში შემავალი რადიონუკლიდები და ეს მთელი რიგი მოვლენები როგორც ადამიანის, ასევე ყველა ცოცხალი ორგანიზმის სასიცოცხლო მტერია!! 

No comments:

Post a Comment