Wednesday, April 29, 2015

დარგე ხე გაამწვანე გარემო

ბუნების იშვიათ ეკოსისტემათა გაფრთხილებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ბუნებრივი რესურსების ექსპლოატაციის თანამედროვე პირობებში. ეს, პირველ რიგში ტყეებს ეხება, რომელიც ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნების თვალსაზრისით თვალსაჩინო როლს თამაშობს.  ბუნებრივი ტყეები მაღალ დონეზე ორგანიზებული ეკოსისტემებია. გარდა ამისა, ისინი ქმნიან ხელსაყრელ პირობებს მეცნიერების სხვადასხვა დარგის განსავითარებლად,  ამიტომ, ასე თუ ისე ხელშეუხებელი ტყის მასივები, რომლებიც გამოირჩევა ფლორისა და ფაუნის მდიდარი სახეობრივი შედგენილობით, ლანდშაფტთა სიმშვენიერით, მოითხოვს სხვადასხვა ხასიათის დაცვას. ტყის დაცვის უმთავრეს ფორმებს წარმოადგენს ნაკრძალები, აღკვეთილები, ნაციონალური პარკები და ა. შ. ტყის განადგურებით დედამიწის ორგანულ სამყაროს დიდი საშიშროება ემუქრება. გაჩეხვის პროცესი ბევრად ჭარბობს დარგვის ტემპებს. შერეული და ფართოფოთლოვანი ტყეები განახევრებულია, განადგურებულია ხმელთაშუა ზღვის სუბტროპიკული ტყეების 80%, მუსონური ტყეების 90%.   ექსპერტთა აზრით თუ ნოტიო ტროპიკული ტყეები მომავალშიც ასე სწრაფად განადგურდება, ტყის საფარი მსოფლიოს მასშტაბით გადაგვარდება.          დავრგოთ ხე, რადგან გადავარჩინოთ ამით ჩვენივე სიცოცხლე!!

No comments:

Post a Comment