Wednesday, April 29, 2015

გარემოს დაცვა სახელმწიფოების მიერ

გარემოს დაცვის საკითხი 21- ე საუკუნეში უფრო და უფრო აქტუალური ხდება წამყვანი ქვეყნებისათვის და მაშასადამე მთელი მსოფლიოსთვის. ეს განაპირობა იმან, რომ იგრძნობა გლობალური დათბობის შედეგები და გარკვეული რესურსების ნაკლებობა, რისმა შემცირებამაც შეიძლება წარმოუდგენელი ზიანი მიაყენოს მსოფლიო ეკონომიკას. ადამიანი ბუნებისგან 100% -ს ითხოვს ხოლო თვითონ 15% -საც კი არ აბრუნებს. უამრავი გამონაბოლქვის კერები როგორიცაა ქარხნები, მანქანები და ა. შ. ზიანს აყენებს იმ სამყაროს, რომელშიც ვცხოვრობთ. მსოფლიოს ლიდერ ქვეყნებში განადგურებული მომავლის შიშმა დაისადგურა და 20-ე საუკუნის დასაწყისიდან დღემდე, უფრო და უფრო ძლიერდებოდა. ამის შედეგია ის რომ ქვეყნები ცდილობენ მივიდნენ კონსესუსამდე გარემოსთან დაკავშირებულ უამრავ საკითხზე, შეამცირონ გამონაბოლქვი და ახალი გზები აღმოაჩინონ წარმოებისა, რომელიც არ დააზიანებს გარემოს.  საქართველოში კი ამ მხრივ გადადგმული შესამჩნევი ნაბიჯები ჯერ არ შეიმჩნევა?!!

No comments:

Post a Comment