Thursday, April 23, 2015

დაბინძურებული ჰაერი

ჰაერის შემცველობაში დამაბინძურებელი ნივთიერებების რაოდენობა თითქმის მთელი საქართველოს მასშტაბით დასაშვებ კონცენტრაციას აჭარბებს. ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სისტემა კი შეზღუდული და მოძველებულია. დაბინძურების მთავარი წყარო ქვეყანაში, განსაკუთრებით კი დედაქალაქში, მომრავლებული ავტოტრანსპორტი და მისი გამონაბოლქვია.                                                 საკვებისა და წყლისგან განსხვავებით, რომლებიც შეგვიძლია კარგი ხარისხის შევარჩიოთ და ვიყიდოთ, ჰაერს ისეთს ვსუნთქავთ, როგორიც ის ჩვენს გარშემოა. ადამიანის ორგანიზმს კი დაბინძურებული ჰაერისგან ძალიან სუსტი დამცავი მექანიზმები აქვს.  ამიტომ ჰაერის ხარისხი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, როგორც ადამიანის ჯანმრთელობის, ისე ეკოსისტემ
ების არსებობისთვის.

No comments:

Post a Comment