Sunday, April 26, 2015

გარემო და მდგრადი განვითარება

ადამიანთა საზოგადოების განვითარება ბუნებაში უწყვეტ ურთიერთობაში ხორციელდება. ადამიანს ესაჭიროება სხვადასხვა მატერიალური რესურსი, რომელიც ბუნებაზე ზემოქმედებით უნდა მიიღოს. ბუნებასა და საზოგადოების ეს ურთიერთქმედება რთული და წინააღმდეგობრივია, რომელიც თანდათანობით იცვლებოდა ადამიანის ევოლუციის კვალდაკვალ. ბუნებრივი რესურსების გაუფრთხილებელმა და არაგონივრულმა გამოყენებამ, სამეცნიერო-ტექნიკურმა რევოლუციამ და მასთან დაკავშირებულმა გარემოს ძლიერმა დაბინძურებამ გამოიწვია იმ ეკოლოგიური წონასწორობის დარღვევა ბუნებასა და საზოგადოებას შორის, რომელიც ხანგრძლივი დროის მანძილზე დამყარდა და რომელიც დამანგრევლად მოქმედებს საზოგადოებასა და გარემოზე.  ადამიანის სამეურნეო საქმიანობა მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარების მზარდი ტენდენციების პირობებში განუზომლად მატულობს. ცხადია, რომ ადამიანის როგორც ბუნების ახალი და მძლავრი ძალის წარმოქმნა, გარემოს განვითარებაში თავის ღრმა ანაბეჭდებსა და შესამჩნევ დაღს ტოვებს. ბუნება კი საზოგადოების განვითარების კანონზომიერების ქვეშ მოექცა. ადამიანი განაგებს ბუნებას მანამდე, ვიდრე ანგარიშს უწევს მის კანონებს. ბუნების განვითარების კანონები კი მის თვითგანვითარებას იწვევს. ბუნების ძირეული შეცვლის საფუძველი იმაში მდგომარეობს, რომ ვიმოქმედოთ მისი თვითგანვითარების პროცესებზე. 

No comments:

Post a Comment