Saturday, May 30, 2015

ტყეები მთელ მსოფლიოში იზრდება

ტყე მცენარეებისა და ცხოველების უმდიდრესი სახმელეთო რეზერვუარია. ტყის ძირითადი დამახასიათებელი ნიშანია მრავალი ხის ერთად თავმოყრა მაგრამ მასში ბევრი სხვა მცენარეც იზრდება. პლანეტის სხვადასხვა კლიმატურ სარტყელში სხვადასხვა ტიპის ტყეებს ვხვდებით. ყველაზე ტყიანი კონტინენტი სამხრეთ ამერიკაა. ტყეები მისი ტერიტორიის თითქმის ნახევარს ფარავენ.                                                             არის ქვეყნები - მაგალითად სურინამი და საფრანგეთის გვიანა, რომლებიც თითქმის მთლიანად ტყითაა დაფარული.                                                                                               ზოგიერთ რეგიონში ტყეები თითქმის არ არის. ასეა მაგალითად სამხრეთ-დასავლეთი აზიის ქვეყნებში. ამ ქვეყნებში ტერიტორიების უმეტესობა უდაბნოა, იქ ბევრია ნავთობითა და გაზით მდიდარი საბადოები.                                                                                                                                                                                                                                       აფრიკაში, სუბტროპიკულ სარტყელში განლაგებულია ვრცელი, ბალახით დაფარული ტერიტორიები - სავანები. იქ ხეები ცალ-ცალკე და ერთმანეთისგან ძალზე დაშორებით დგანან. რიგორც წესი ეს აკაციები ან ბაობაბებია.
   
                                       

Friday, May 29, 2015

მოგესალმებით!  მე ვარ ვაჟა მძელური, ამ ბლოგის შემქმნელი.  იმედია ბევრ დროს არ წაგართმევთ?  მადლობა წინასწარ.  მინდა ორიოდე სიტყვით გადმოვცე ჩემი მოსაზრება ამ ბლოგთან დაკავშირებით...   ამ ბლოგის შექმნა უპირველესყოვლისა გადამაწყვეტინა, რთულმა ეკოლოგიურმა პრობლემებმა როგორც საქართველოში, ისე მთელს მსოფლიოში.  მე ამ ბლოგით შევეცადე  უფრო ღიად გამომეაშკარავებინა ის კატასტროფული ეკოლოგიური პრობლემები, რის წინაშეც დგას დღეს თანამედროვე მსოფლიო. არ ვიცი რამდენად გამომივიდა ეს ყველაფერი, მაგრამ, რაც შემიძლია ვაღიარო ისაა რომ, მე ამ პროგრამის საშუალებით გავიგე იმდენი, რასაც ჩვეულებრივ სასკოლო საგანმანათლებლო პროგრამაში არ ასწავლიან!!                                                                                                                 როგორც ვიცი, ეს კონკურსი დასასრულს მიუახლოვდა და სულ მალე გამოვლინდება გამარჯვებულიც.  მე მინდა წარმატებები ვუსურვო თითოეულ მონაწილეს და მადლობა გადავუხადო (USAID) და PH International საქართველოს.

კოლხეთის ეროვნული პარკის ბიომრავალფეროვნება

საუკუნეების მანძილზე სანაპიროს გასწვრივ ზღვის ტალღების მიერ გადაადგილებულმა ქვიშის დიუნებმა ლაგუნა ზღვის მარილიან წყალს მოსწყვიტა, მდინარე ფიჩორიდან პალიასტომში ჩადინებულმა სუფთა წყალმა ტბა გაამტკნარა და ამ ყველაფრის შედეგად სამი მეტრის სიღრმის ბუნებრივ წყალსატევში თევზის სხვადასხვა სახეობისთვის იდეალური საარსებო გარემო შეიქმნა.                                                                                                                                                                                                                კოლხეთის ჭაობები პირველ რიგში თავისი რელქტური წარმოშობითაა მნიშვნელოვანი. ეს დაბლობები კაინოზური ხანის  ნაშთია-ტროპიკული და სუბტროპიკული ლანდშაპტისა, რომელიც 10 მილიონი წლის წინ მთელი ევრაზიის კონტინენტზე უწყვეტ ზოლად იყო გადაჭიმული. კოლხეთს შემორჩა მცენარეები, რომელიც  დღეს მხოლოდ შორეული ჩრდილოეთის ტუნდრისა და ტაიგის ჭაობიანი ეკოსისტემებისთვისაა დამახასიათებელი.

მრავალფეროვანია წყალმცენაარეების სახეობრივი შედგენილობა. ტორფიანი ჭაობების პერიფერიულ ზოლში, ჭაობის მდინარეთა ხეობების გასწვრივ და აღმოცენებულ დაჭაობებულ ტყეებში  9-10 მ სიმაღლის კოლხურ-ჰირკანული მუყნარი დომინირებს. აქ იშვიათად თუ გამოერევა ლაფანი, იმერული მუხა, ნეკერჩხალი.

კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიები ბოტანიკური თვალსაზრისით განსაკუთრებით საინტერესოა. აქ შემორჩენილია  ფლორისტული შემადგენლობით საკმაოდ მრავალფეროვანი, რელიქტური და ენდემური სახეობებით მდიდარი ფიტოცენოზების კომპლექსები- ჭაობების, დაჭაობებული ტყეებისა და ზღვის


Thursday, May 28, 2015

რა საფრთხეს უქმნის დაბინძურებული გარემო ჯანმრთელობას?

პლასტმასის ბოთლის სრულად დაშლას 450 წელი სჭირდება, ვაშლის ნარჩენის სრულად დაშლას კი დაახლოებით 2 თვე. 200-დან 1000 წლამდე პერიოდს მოიცავს პოლიეთილენის პარკის სრულად დაშლა, ხოლო მისი ნაგავში ჩაგვება სულ რამდენიმე წამს. ქუჩაში დაყრილი ნაგვით დაბინძურებული გარემო საფრთხეს ჯანმრთელობას უქმნის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით 102 დაავადებიდან 85 სწორედ დაბინძურებული გარემოთი არის გამოწვეული.
ნარჩენები აბინძურებს ასევე ეკოსისტემას , ატმოსფერულ ჰაერს, წყალს და იწვევს ინფექციური დაავადებების გავრცელებას.
ქუჩაში დაყრილი ბოთლები, პარკები, ქღალდები დიდი ხანია აწუხებს თბილისს. დასუფთავების სამსახური თბილისში თითქმის 24 საათიან რეჟიმში მუშაობს, თუმცა სისუფთავეზე ზრუნვა მხოლოდ მათი პრობლემა არ არის.                                                            
ამ პრობლემის მხოლოდ ადმინისტრირებით გადაწყვეტა შეუძლებელია. უჩაში ნაგვის დაყრა დედაქალაქში დასჯადია თუმცა ამ საკითხის ბოლომდე მოგვარებას არც მაღალი ჯარიმები უშველის.

ჩვენი პლანეტის ულამაზესი ბუნება


Wednesday, May 27, 2015

ბოლო ათასწლეულის 10 ყველაზე ძლიერი მიწისძვრა


  • მიწისძვრა არის ბუნებრივი მიზეზებით გამოწვეული დედამიწის ზედაპირის რხევა. მიწისძვრები ძალიან ხშირია, მაგრამ მათი უმრავლესობა ჩვეულებრივ გარემო პირობებში ადამიანებისთვის შეუმჩნეველია. წარმოგიდგენთ ბოლო ათასწლეულის ყველაზე დიდი მიწისძვრების ათეულს: 
  • 1556 წლის 23 იანვარი. მიწისძვრა ჩინეთის განსუს და შენსის რეგიონებში, დაიღუპა 830 ათასი კაცი; 
  • 1737 წელი. მიწისძვრა ინდოეთში, კალკუტაში, დაიღუპა 300 ათასი კაცი;
  • 1755 წელი. მიწისძვრა ლისაბონში, (პორტუგალია). დაიღუპა 100 ათასამდე კაცი; 
  • 1897 წელი. მიწისძვრა ასამში (ინდოეთი). ეს მიწისძვრა ითვლება უმსხვილესად კაცობრიობის ისტორიაში; 
  • 1923 წელი. მიწისძვრა იაპონიაში. რიხტერის შკალით 8.3 ბალი. დაიღუპა 143 ათასი კაცი;
  • 1948 წელი. მიწისძვრა აშხაბადში (თურქმენეთი). დაიღუპა 110 ათასი კაცი; 
  • 1976 წლის 28 ივლისი. მიწისძვრა ტანშანში (ჩრდილო აღმოსავლეთ ჩინეთი). რიხტერის შკალით 8.2 ბალი. დაიღუპა 655 ათასი კაცი;
  • 2004 წლის 24 დეკემბერი. რიხტერის შკალით 9,0 ბალიანი წყალქვეშა მიწისძვრა ინდოეთის ოკეანეში, რომელსაც მოჰყვა ცუნამი. დაიღუპა 300 ათასი კაცი; 
  • 2008 წლის 12 მაისი. მიწისძვრა ჩინეთის სიჩუანის პროვინციაში. რიხტერის შკალით 7.8 ბალიანი მიწისძვრა. დაიღუპა 69 ათასი კაცი, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 17 ათასი კაცი;
  • 2010 წლის 12 იანვარი. მიწისძვრა ჰაიტიში. რიხტერის შკალით 7.1 ბალი. დაიღუპა 200 ათასი კაცი;

Monday, May 25, 2015

სტიქიური უბედურებები და ადამიანური ფაქტორი

მეცნიერთა აზრით, დედამიწის ატმოსფეროსა და ოკეანის წყლებში ადამიანის ჩარევით გამოწვეული ცვალებადობა ჩვენს პლანეტას საშიშ ადგილად აქცევს, რადგან ბუნებრივი კატაკლიზმები უფრო ხშირი და უფრო დამანგრეველი ხდება. „პლანეტაზე, საიდანაც ვერსად გავიქცევით, ჩვენვე ვატარებთ უდიდეს და უმართავ ექსპერიმენტებს“.                                                                                                                                                                                      ამიტომ, უფრო კარგად რომ გვესმოდეს, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ადამიანთა ჩარევამ ბუნებრივი კატაკლიზმების სიხშირესა და სიძლიერეზე, საჭიროა ვიცოდეთ, ძირითადად რა იწვევს მათ. მაგალითად, რის გამო წარმოიქმნება ისეთი ძლიერი შტორმი, როგორიცაა გრიგალი?                                                                                                                                                                                                                                                                                             ატმოსფეროში ჰაერის მასების გადაადგილება                                                                                                                                                                                                                                             დედამიწის კლიმატი ისეთ მექანიზმს მოგვაგონებს, რომელიც მზისგან მიღებულ ენერგიას გარდაქმნის და ანაწილებს. რამდენადაც მზე ყველაზე მეტად ტროპიკებში აცხუნებს, ტემპერატურის ასეთი ცვალებადობა ჰაერთა მასების არამდგრადობას იწვევს. დედამიწის დღეღამური ბრუნვის შედეგად მოძრავი ნოტიო ჰაერის მასები წარმოქმნის ძლიერ ქარებს, რომლის ზოგი სახეობა იწვევს დედამიწის ზედაპირის დადაბლებასა და დაძირვის უბნების წარმოქმნას. ამან კი, თავის მხრივ, შეიძლება ქარიშხალი გამოიწვიოს.                                                                                                                                                                    თუ თვალყურს ადევნებთ ტროპიკულ გრიგალს, შენიშნავთ, რომ, ჩვეულებრივ, ის ეკვატორიდან ჩრდილოეთისკენ ან სამხრეთისკენ - უფრო ცივი რაიონებისკენ - ინაცვლებს. ამგვარად ეს შტორმები ცხელი ჰაერის მასების გადაადგილებას და შესაბამისად ზომიერი კლიმატის შენარჩუნებას უწყობს ხელს. მაგრამ, როდესაც ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ოკეანის ზედა ფენებში - ძლიერ გამთბარი ოკეანის არეში - დაახლოებით 27გრადუს C-ს აღემატება, ეს შტორმები იმდენად ძლიერდება, რომ ტროპიკულ ციკლონს წარმოქმნის. რეგიონების მიხედვით ამ შტორმებს აგრეთვე გრიგალი ან ტაიფული ეწოდება.                                                                                                                                                                                                                                                                           ამერიკის შეერთებულ შტატებში გრიგალით გამოწვეული ყველაზე მომაკვდინებელი სტიქიური უბედურება 1900 წლის 8 სექტემბერს მოხდა ზღვისპირა ქალაქ გალვესტონში. გრიგალის ამოვარდნით გამოწვეულმა შტორმმა ამ ქალაქში იმსხვერპლა 6 000-დან 8 000-მდე ადამიანი, ხოლო მის შემოგარენში 4 000-მდე ადამიანი. 3 600 საცხოვრებელი სახლი მიწასთან გაასწორა. ფაქტობრივად, გალვესტონში არც ერთი ნაგებობა არ დარჩენილა დაუზიანებელი.                                                                                                                                                                                                                                                                                                       მეცნიერები ცდილობენ გაარკვიონ, გამოიწვია თუ არა ისინი გლობალურმა დათბობამ, რაც ხელს უწყობს ასეთი გრიგალების წარმოსაქმნელად ენერგიის დაგროვებას. მაგრამ ამინდის ცვალებადობა შეიძლება გლობალური დათბობის გამომწვევი მხოლოდ ერთ-ერთი მიზეზი იყოს. სხვა პოტენციური საშიშროებების დანახვა უკვე ახლავეა შესაძლებელი.

10 ყველაზე ლამაზი ტბა მსოფლიოში

                                              
ხორვატია
სლოვენია
იაპონია   
პაკისტანი
შოტლანდია
კანადა 
პაკისტანი
იტალია
კაშმირი
საფრანგეთი
   
       


Friday, May 22, 2015

კენიის ღირსშესანიშნაობები “დაცული ტერიტორიები“

კენია ქვეყანაა დრამატული უკიდურესი და კლასიკური კონტრასტების, უდაბნოების და ალპური თოვლის; ტყეების და ვრცელი ვაკეების; ნაირობის მეტროპოლისის და კოლორიტული გვაროვნული კულტურების; მტკნარი ტბებისა და მარჯნის რიფების. კენია მდებარეობს აღმოსავლეთ აფრიკაში.                                                                                                                                                                                                                                                                                                                     მთა კენია                                                                                                                                      
მთა კენია ყველაზე მაღალი მთაა კენიაში და სიდიდით მეორე აფრიკაში, კილიმანჯაროს შემდეგ. მთა გთავაზობთ ულამაზეს სანახაობას. მწვერვალების სერია დაგვირგვინებულია თოვლით, ხოლო ფერდობები დაფარულია ტყით. 5199 მეტრის სიმაღლის მთა რთული ტექნიკური ასავლელია, თუმცა უპრობლემოდ შეიძლება დასახული მიზნის მიღწევა.                                                                                                                                                                                                   ჯოჯოხეთის ჭიშკრის ნაციონალური პარკი                                                                                   
ჯოჯოხეთის ჭიშკრის ნაციონალური პარკი პატარა პარკის სახელს ატარებს, ვიწრო გასასვლელებით ფრიალო კლდეებს შორის ერთი პრეისტორიული ტბით, რომელიც“აპურებდა“ ადრეულ ადამიანებს განხეთქილების ველზე. ეს არის უნიკალური პარკი კენიის პარკებს შორის, სადაც შეგიძლიათ შემოიაროთ ფეხით ან ველოსიპედით გიდის გარეშე. იქვეა დრამატული პეიზაჟები ციცაბო კლდეებთან და ბაზალტის სვეტებთან ერთად. ნაციონალური პარკი მდიდარია ბუნების მრავალფეროვნებით.                                                                                                                                                                                                                     კუნძული ლამუ                                                                                                                                       
ლამუს კუნძული კენიის ლამუს არქიპელაგის ნაწილია, რომელმაც შეძლო ხელუხლებელი დარჩენილიყო მასობრივი ტურიზმის მიუხედავად და ყველაზე პოპულარულია კენიის სანაპიროებს შორის. კენიის უძველეს ქალაქ ლამუს შენარჩუნებული აქვს მთელი შარმი და ხასიათი საუკუნეების განმავლობაში. კუნძულზე არ არსებობს გზები, მხოლოდ ბილიკები, აქედან გამომდინარე მხოლოდ რამოდენიმე მოტორიზირებული გადასაზიდი საშუალება არსებობს. მოსახლეობა გადაადგილდება მხოლოდ ნავით ან ფეხით, ხოლო                                                                                                                                                                                             მალინდი                                                                                                                                                 
მალინდი უზრუნველყოფს ძალიან კარგ გაცნობას კენიის მარჯნის რიფების და ულამაზესი სანაპიროების. მალინდის მარინეს ეროვნული პარკი დაცული ტერიტორიაა, რომელსაც აქვს მშვენიერი სანაპიროები სუფთა წყლით, სადაც ბინადრობენ ულამაზესი ფერადი თევზები.                                                                                                                                                                                      ტბა ნაკურუ                                                                                                                                          
ტბა ნაკურუ ძალიან მცირე ტბაა ცენტრალური კენიის ტერიტორიაზე. ტბა მდიდარია წყალმცენარეების სიუხვით, რაც დიდი რაოდენობით იზიდავს ფლამინგოებს, რომელთა რაოდენობა ხშირად მილიონს აღემატება. ხანდახან უწოდებენ უამრავ ფრინველთა სპექტაკლს დედამიწაზე, ფლამინგოები არიან კენიის უდიდესი ცდუნებანი. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ძალზედ შემცირდა ფლამინგოების რაოდენობა გარემოს დეგრადაციისა და დაბინძურების გამო.                                                                                                                                                                                                                                                                                                მასაი მარას ეროვნული ნაკრძალი                                                                                                   
მასაი მარას ეროვნული ნაკრძალი ყველაზე პოპულარული პარკია. ყოველ წელს პარკს ათასობით ტურისტი სტუმრობს, რომლებიც აქ მოდიან ზებრებისა და ანტილოპების წლიური მიგრაციის საყურებლად. “დიდი მიგრაცია“ ყოველწლიურად ტარდება ივლისიდან ოქტომბრამდე, როდესაც მილიონობით ანტილოპა და ზებრა ბრუნდება სერენგეტიდან, ტანზანიიდან.                                                                                                                                                                          ამბოსელის ეროვნული პარკი                                                                                                            
ამბოსელის ეროვნული პარკი შედარებით პატარა პარკია, რომელიც მდებარეობს ტანზანიის საზღვართან, აფრიკის ყველაზე მაღალი მთის, კილიმანჯაროს ძირში. აქვე გაქვთ შესაძლებლობა შეხვდეთ მასაის ხალხს და დატკბეთ კილიმანჯაროს ულამაზესი ხედებით.                                                                                                                                                                                                                ცავოს ეროვნული პარკი                                                                                                                      
ცავო უდიდესი ეროვნული პარკია და ერთ-ერთი უდიდესი მსოფლიოში. ზომის გამო პარკი გაყოფილია ცავო დასავლეთად და ცავო აღმოსავლეთად. ცავო დასავლეთი მდიდარია ულამაზესი პეიზაჟებით და ბორცვიანი ვულკანური ლანდშაფტით, ხოლო ცავო აღმოსავლეთს, აქვს უფრო ღია სავანა ვიდრე მის მეზობელს.                                                                                                                                                                                                                                                              სამბურუს ეროვნული ნაკრძალი                                                                                                      
სამბურუს ეროვნული ნაკრძალი ძალიან მშვიდობიანი ეროვნული პარკია ჩრდილოეთ კენიაში. აქ შეგიძლიათ იხილოთ სამივე დიდი კატა: ლომი, გეპარდი და ლეოპარდი. ასევე აღმოაჩენთ სპილოებს, კამეჩებს და ჰიპოპოტამებს. მდინარე უასო ნიროში, ბინადრობს, დიდი რაოდენობით ნილოსის ნიანგი.                                                                                                                                                                                                                                                                                                     ნაირობის ეროვნული პარკი                                                                                                               
ნაირობის ეროვნული პარკი მდებარეობს 10 წუთის სავალზე ნაირობის ცენტრიდან. მიუხედავად ქალაქთან სიახლოვისა და მცირე ზომისა, პარკი გამოირჩევა დიდი და მრავალფეროვანი მოსახლეობით...





   

Tuesday, May 19, 2015

მწვანე ტბა, ავსტრია

ეს ტბა ავსტრიაში მდებარეობს. იგი ცნობილია წყალქვეშა პარკის სახელწოდებით. ეს პარკი ძირითადად გაზაფხულზე, თოვლის დნობის შემდეგ წარმოიშვება. შემოდგომაზე კი თითქმის მთლიანად “ლორწოდ“ იქცევა. აქ განვითარებულია “დაივინგი“ (diving). მკვლევარებმა ტბის ფსკერზე აღმოაჩინეს ჩაძირული ხეები, სკამები, ხიდები და ა.შ. ისინი დაფარულია ბალახით, რაც იმის ბრალია, რომ ნახევარი წლის მანძილზე ეს ყველაფერი წყლის ზემოთაა.
 ეს არის მწვანე ტბა რომელიც მთებში მდებარეობს. ზამთარში ეს ტერიტორია მთლიანად ყინულით იფარება. როდესაც ტემპერატურა მოიმატებს და ყინულის დნობა დაიწყება, ტბიდან მიწისქვეშა წყლების გამოდინება იწყება, ტბა კი ივსება ცივი, კამკამა წყლით და ზედაპირიდან თავისუფლად ჩანს მის ქვეშ ჩაძირული სილამაზე. ზამთარში წყლის დონე 1-2 მეტრით იმატებს. გვიან გაზაფხულამდე და ზაფხულში წყლის სიღრმე 10 მეტრამდე მცირდება.

ტობავარჩხილის ტბა „საქართველო“

მდინარე ხობისწყლის ხეობა, ტობავარჩხილისაკენ მიმავალი გზის პირველი ეტაპია. ეს ხეობა არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ აღმოსავლეთ ევროპაში უნიკალურია იმით, რომ ერთი მდინარის გაყოლებაზე შეეყრებით მღვიმეებს, ხავსიან მასივებს, მინერალურ წყლებს, ალპურ ტბებს, ჩანჩქერებს, მწვერვალებსა და მყინვარს. სიმაღლის მატებასთან ერთად გარემო უფრო და უფრო მწვანდება - ყოველი მეტრის გავლის შემდეგ სულ ახლოს გრძნობ ველურ ბუნებას.

10 ყველაზე საშიში ტურისტული ადგილი


Monday, May 18, 2015

ბუნების საოცარი პეიზაჟები

მსოფლიო სავსეა საიდუმლოებითა და გამოცანებით, ბუნება თავის მხრივ ამ პროცესში იღებს მონაწილეობას და ხშირად საოცარ სიურპრიზებს გვთავაზობს. არავისთვის  არ არის საიდუმლო, რომ წარმატებული ფოტოსურათების უმრავლესობა ხშირ შემთხვევაში ეჭვს იწვევს მის რეალურობაში. ამ პოსტში გთავაზობთ ბუნების უჩვეულოდ ლამაზი ფოტოსურათების სერიას, რომლებიც არც გრაფიკულ რედაქტორებშია დამუშავებული და არც ფოტოშოპია.
Add caption