რუსთავი აშენებულია უნაყოფო სტეპის ტერიტორიაზე. მისი კლიმატი გარდამავალია ხმელთაშუა ზღვისა და სტეპის ჰავას შორის. იგი ხასიათდება ზომიერად ცივი ზამთრითა და მშრალი, ცხელი ზაფხულით. იანვრის საშუალო ტემპერატურა +0,3 გრადუსია, ივლისის კი - +25,3. ნალექის საშუალო რაოდენობა წელიწადში 390 მმ-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ქალაქისთვის დამახასიათებელია მზიან დღეთა ხანგრძლივობა.
მდინარე მტკვარი, რომელიც რუსთავს ორ ნაწილად ყოფს, ქალაქის ტერიტორიის 4 კილომეტრი სიგრძის მონაკვეთს იკავებს. მდინარის ხეობაში, რომლის ფართობი დაახლოებით 1028 ჰა-ს შეადგენს, განთავსებულია ბუნებრივი, ე.წ. ჭალის ტყე სადაც ძირითადად, ისეთი ფოთლოვანი მცენარეები ხარობს როგორიცაა: ტირიფი, ვერხვი და იფანი, იშვიათად კი - მუხა.
No comments:
Post a Comment