Tuesday, April 28, 2015

დედამიწის ფილტვები - ამაზონი


  • ამაზონი უნიკალური მდინარეა სამხრეთ ამერიკაში, სათავეს იღებს კონტინენტის დასავლეთ ნაწილიდან ანდებში, წყნარი ოკეანის სანაპიროებიდან, შემდეგ კი მდინარე მიედინება სამხრეთით. ამაზონი საკმაოდ დიდ ფართობზე მიედინება, საბოლოოდ კი ატლანტის ოკეანეში ჩაედინება. ეს მდინარე სიდიდით, მეორეა მსოფლიოში. მისი სიგრძე 6 000 კმ. აქ ფიქსირდება 2 000 - მდე სახეობის თევზი. კლიმატი გაჯერებულია ტენით და ამიტომაც კონტინენტზე უამრავი მცენარეა, ამაზონის ტყეები - ეს მარადმწვანე ჯუნგლებია.  ახლა კი ფაქტები იმის შესახ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამაზონის ჯუნგლები მთელი სამყაროსათვის:                                                                                                                                                                                                                                                                                                                                       
  • ამაზონის ბასეინი გადაჭიმულია 7 მილიონ კვადრატულ კილომეტრზე. მის აუზს ეკუთვნის რამოდენიმე ქვეყანა: ბრაზილია, ბოლივია, პერუ, ეკვადორი, კოლუმბია, ვენესუელა, გაიანა. 
  • ამაზონის ტყეებს "პლანეტის ფილტვებს" უწოდებენ, ეს იმიტომ რომ მათ ყველა ტროპიკული ტყის 2/3 უკავია. 
  • ეს ტყეები შეიწოვენ პლანეტაზე არსებული ნახშირორჟანგის 25% მეტს. 
  • ბიოლოგების შეფასებით აქ იზრდება 60 000-ზე მეტი სახეობის მცენარე, საიდანაც  3000 ხეა.
  • 1 ჰექტარზე პრაქტიკულად შეუძლებელია ვნახოთ ორი ერთნაირი ხე. 
  • ტყის ზედა დონეზე, 60 მეტრ სიმაღლეზე, სიცოცხლით სავსე სამყაროა, ქვედა დონეზე კი, მიწაზე, მცირე შუქია და სიცოცხლეც თითქმის არაა.
  • ამაზონის ტყეებში იზრდება უამრავი ეგზოტიკური ხე: კაუჩუკის ხე, პურის ხე და სხვ.
  • აქ მთავარი სატრანსპორტო არტერია მდინარეა. 
  • ამაზონში ცხოვრობენ ტყის ცივილიზაციები, მაგრამ ყველაზე მთავარი პრობლემა   აქ, ტყის  კაფვაა...

No comments:

Post a Comment