Wednesday, April 22, 2015

ხანძარი

ხანძარი არაკონტროლირებადი წვაა, რომელიც საკმაოდ სწრაფად ვრცელდება და დიდ ზიანს აყენებს მის წინ შემხვედრ ყველა ორგანიზმს. ის შესაძლოა წარმოიქმნას როგორც ბუნებრივად, ასევე განზრახ და გაანადგუროს სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარეები.                                                                                                                                                                                                                                                                              ხშირ შემთხვევაში ხანძარი სწორედ ადამიანთა, ბუნებაში არასწორი ქმედების გამო ჩნდება და სწორედ ეს ხდება, ამხელა პრობლემის საფუძველი. მიტოვებული ცეცხლი, გადაგდებული სიგარეტის ნამწვავი და სხვ.... ჩვენ კარგად გვახსოვს 2008 წლის, რუსეთ-საქართველოს ომი.  როდესაც, ომის შედეგად განადგურდა ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის უნიკალური ხე-მცენარეები, რომლის ხელახლა აღდგენას ასეულობით წელი სჭირდება... სწორედ ამიტომ, მივაქციოთ მეგობრებო ბუნებაში ჩვენივე ნარჩენებს ყურადღება, რადგან ეს გართობა ძვირად არ დაგვიჯდეს

No comments:

Post a Comment