Thursday, April 30, 2015
ბრაკონიერობა საქართველოში (გამოვაცხადოთ მის წინააღმდეგ ბრძოლა)
ბრაკონიერობა-ამ კატეგორიის საფრთხეს მიეკუთვნება უნებართვო ნადირობის ყველა სახის ფორმა, აგრეთვე აკრძალული მეთოდებით ნადირობა (ან თევზაობა). მიღებული მასალების ანალიზის შედეგად შეიძლება გამოიყოს რამდენიმე განსაკუთრებით სახიფათო ფორმები და ის სახეობები, რომლებზეც ამ კატეგორიის საფრთხეს მნიშვნელოვანი ზეგავლენა აქვს: ხაფანგებით ნადირობა; მომწამლავი ნივთიერებების გამოყენება; ელექტროდენის გამოყენება; ჩასადგმელი სათევზაო ხელსაწყოების გამოყენება; ნადირობა ავტომობილებიდან; გამანათებელი ხელსაწყოების გამოყენებით ნადირობა -მფრინველები, განსაკუთრებით წყალმცურავების ჭარბი მოპოვება... საქართველოში მტაცებლების და მათ შორის მგლის რიცხოვნობის კლებას, ორი ძირითადი ფაქტორი განაპირობებს-პირველი, უკონტროლო ნადირობა, რომელიც პოპულაციაზე კონტროლს უშუალოდ ახდენს და ანთროპოგენული ზემოქმედებით გამოწვეული ადგილსამყოფელის (ჰაბიტატის) შემცირება და ფრაგმენტაცია, რომელიც არაპირდაპირ მოქმედებს პოპულაციების რიცხოვნობაზე. ბრაკონიერობამ საქართველოში, მრავალი ცხოველთა სახეობა გადააშენა!!
ვითარება გარდაბნის რაიონ, სოფელ ახალ სამგორში !!
სწორედ ასეთი ვითარებაა ამ სოფელში, სადაც დავიბადე და გავიზარდე. რასაც ფოტოზე ხედავთ ამჟამინდელი მდგომარეობაა. სოფლის თავზე აშენდა ნაგავგადასამუშავებელი ქარხანა რის შემდეგაც მის ირგვლივ ტერიტორიები ეკოლოგიურად დაბინძურდა. ქარხნის ირგვლივ არსებობს უკვე დაზიანებული საცავი ღობე, რაც ოდნავი ნიავის დროსაც კი ვეღარ აკავებს ნარჩენებს!!...
Wednesday, April 29, 2015
ადამიანი და ბუნება
- სუფთა ჰაერი და ანკარა წყალი, მზის სხივები და ყვავილების არომატიც, მსუბუქი სიო და დილის ნამი, ფრინველთა გალობა და მობიბინე ბალახი - ეს ის ძაფებია, რომლებიც ადამიანს ბუნებასთან, გარე სამყაროსთან აკავშირებს. ყოველივე ამის გარეშე შეუძლებელია ახალი ენერგიით ავსება. სამყარო ჩვენს გარშემო საოცრად შეიცვალა; ბაღების და სკვერების ნაცვლად ყველგან ავტოსადგომებია; ბუნების წიაღიდან ადამიანი მრავალსართულიანი შენობების ტყვეობაში აღმოჩნდა; ქიმიური წარმოების ნარჩენები პირდაპირ მდინარეებში ჩაედინება... ჩვენ კი რატომღაც გვიკვირს, რატომ აღარ არის ადამიანი დღეს ისეთივე ჯანმრთელი, როგორიც თუნდაც გასულ საუკუნეში იყო. კაცობრიობას დედამიწაზე ბუნებისა და მისი კომპონენტებისგან იზოლირებული არსებობა არ შეუძლია. ადამიანზე ბუნება მუდმივად მოქმედებს 5 ძირითადი ფაქტორით. ესენია:
- კლიმატური;
- მინერალური;
- წყლის;
- მიწის;
- ბიოლოგიური;
მჟავე წვიმები
მჟავე წვიმები მრავალი რეგიონისათვის გარემოს დაბინძურების თვალსაზრისით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. ეს დასახელება ისეთ მოვლენებს აერთიანებს, როგორიცაა მჟავე ნისლი, მჟავე თოვლი და ა.შ. მაგრამ თითოეული მათგანი ატმოსფერულ ტენში მჟავათა არსებობას და გარემოზე მათ დამაზიანებელ მოქმედებას გულისხმობს. მჟავე წვიმის მოვლენა 1800 წელს ბრიტანეთში ანგუს სმიტის მიერ იქნა აღწერილი და 1950 წლამდე მივიწყებული იყო. ეს პროცესი ბუნებრივ წვიმასთან შედარებით წვიმის წყლის მჟავიანობის მომატებას გულისხმობს. მჟავე მწვიმის ორი უმთავრესი კომპონენტია გოგირდმჟავა და აზოტმჟავა. ზოგჯერ მჟავე წვიმები საკმაოდ შორს მოდის იმ ადგილებიდან, სადაც პირველადი დამაბინძურებელი ნაერთების წყაროებია. ამრიგად მჟავე წვიმების პრობლემა ამა თუ იმ ქვეყნის ფარგლებით არ შემოისაზღვრება რადგან ატმოსფერული დამაბინძურებლები დიდი მასშტაბით გადაადგილებას ხშირად განიცდიან. მაგალითად, მჟავე წვიმების უმეტესობა, რომელიც ნორვეგიაში, შვეიცარიასა და ნიდერლანდში მოდის, ევროპის სხვა ქვეყნებში გამოყოფილი გოგირდისა და აზოტის ოქსიდებიდან წარმოიქმნება. მჟავიანობის მომატება უარყოფითად მოქმედებს როგორც მცენარეულ, ისე ცხოველურ სამყაროზე. გაზრდილი მჟავიანობა თევზის პოპულაციის მკვეთრ შემცირებას იწვევს. თევზების სახეობათა მხოლოდ მცირე რიცხვს შეუძლია გადარჩეს და მჟავე არეში რეპროდუქცია განახორციელოს. ბოლო დროს ცხადი გახდა, რომ ჰაერის დაბინძურებას ტყის მასივზეც შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა, რის შედეგადაც შეინიშნება ტყის მასივების შემცირების ტენდენცია.
გარემოს დაცვა სახელმწიფოების მიერ
გარემოს დაცვის საკითხი 21- ე საუკუნეში უფრო და უფრო აქტუალური ხდება წამყვანი ქვეყნებისათვის და მაშასადამე მთელი მსოფლიოსთვის. ეს განაპირობა იმან, რომ იგრძნობა გლობალური დათბობის შედეგები და გარკვეული რესურსების ნაკლებობა, რისმა შემცირებამაც შეიძლება წარმოუდგენელი ზიანი მიაყენოს მსოფლიო ეკონომიკას. ადამიანი ბუნებისგან 100% -ს ითხოვს ხოლო თვითონ 15% -საც კი არ აბრუნებს. უამრავი გამონაბოლქვის კერები როგორიცაა ქარხნები, მანქანები და ა. შ. ზიანს აყენებს იმ სამყაროს, რომელშიც ვცხოვრობთ. მსოფლიოს ლიდერ ქვეყნებში განადგურებული მომავლის შიშმა დაისადგურა და 20-ე საუკუნის დასაწყისიდან დღემდე, უფრო და უფრო ძლიერდებოდა. ამის შედეგია ის რომ ქვეყნები ცდილობენ მივიდნენ კონსესუსამდე გარემოსთან დაკავშირებულ უამრავ საკითხზე, შეამცირონ გამონაბოლქვი და ახალი გზები აღმოაჩინონ წარმოებისა, რომელიც არ დააზიანებს გარემოს. საქართველოში კი ამ მხრივ გადადგმული შესამჩნევი ნაბიჯები ჯერ არ შეიმჩნევა?!!
დარგე ხე გაამწვანე გარემო
ბუნების იშვიათ ეკოსისტემათა გაფრთხილებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ბუნებრივი რესურსების ექსპლოატაციის თანამედროვე პირობებში. ეს, პირველ რიგში ტყეებს ეხება, რომელიც ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნების თვალსაზრისით თვალსაჩინო როლს თამაშობს. ბუნებრივი ტყეები მაღალ დონეზე ორგანიზებული ეკოსისტემებია. გარდა ამისა, ისინი ქმნიან ხელსაყრელ პირობებს მეცნიერების სხვადასხვა დარგის განსავითარებლად, ამიტომ, ასე თუ ისე ხელშეუხებელი ტყის მასივები, რომლებიც გამოირჩევა ფლორისა და ფაუნის მდიდარი სახეობრივი შედგენილობით, ლანდშაფტთა სიმშვენიერით, მოითხოვს სხვადასხვა ხასიათის დაცვას. ტყის დაცვის უმთავრეს ფორმებს წარმოადგენს ნაკრძალები, აღკვეთილები, ნაციონალური პარკები და ა. შ. ტყის განადგურებით დედამიწის ორგანულ სამყაროს დიდი საშიშროება ემუქრება. გაჩეხვის პროცესი ბევრად ჭარბობს დარგვის ტემპებს. შერეული და ფართოფოთლოვანი ტყეები განახევრებულია, განადგურებულია ხმელთაშუა ზღვის სუბტროპიკული ტყეების 80%, მუსონური ტყეების 90%. ექსპერტთა აზრით თუ ნოტიო ტროპიკული ტყეები მომავალშიც ასე სწრაფად განადგურდება, ტყის საფარი მსოფლიოს მასშტაბით გადაგვარდება. დავრგოთ ხე, რადგან გადავარჩინოთ ამით ჩვენივე სიცოცხლე!!
Tuesday, April 28, 2015
რადიაცია
ეს არის გამოსხივება, რომელიც მიმდინარეობს კოსმოსური და მიწიერი წარმოშობის ბუნებრივი წყაროებიდან და აგრეთვე ხელოვნური რადიონუკლდებისგან, რომლებიც გაფანტულია ბუნებაში ადამიანის საქმიანობის შედეგად. რადიაციულ ფონს ქმნის: 1 ბუნებრივი რადიაციული ფონი. 2 ტექნოგენურად შეცვლილი ბუნებრივი რადიაციული ფონი. 3 ხელოვნური რადიაციული ფონი. ბუნებრივი რადიაციული ფონი შედგება გარეგანი და შინაგანი დამსხივებელი წყაროებისგან. გარეგანი დასხივების კომპონენტებია: 1 კოსმოსური გამოსხივება. 2 ნიადაგის გამოსხივება. 3 ატმოსფეროს გამოსხივება. ტექნოგენურად შეცვლილი ბუნებრივი რადიაციული ფონი: 1 წიაღისეულის ამოღება. 2 სხვადასხვაგვარი საწვავის წვა. 3 სასუქის გამოყენება. 4 შენობების მშენებლობა. 5 ფრენა დიდ სიმაღლეზე. 6 საყოფაცხოვრებო დასხივება (მანათობელი საათები, ტელევიზორი, კომპიუტერი, მობილური ტელეფონი და ა.შ) ხელოვნური რადიაციული ფონი: 1 ატომური იარაღის აფეთქება. 2 სახალხო მეურნეობაში ხელოვნური რადიონუკლიდების გამოყენება. 3 ატომური ელექტროსადგურების ექსპლუატაცია. 4 ატომური ენერგიის გამოყენება სხვადასხვა სფეროში. 5 ავარიები ბირთვულ-ენერგეტიკულ დანადგარებზე. რადიოაქტიური გამოსხივება არის მაიონებელი გამოსხივება, რომელიც წარმოიქმნება რადიოაქტიური ნივთიერებებისგან. ეს ატომის დაშლით ხდება. დროის ერთეულში დაშლილ ატომების რაოდენობას რადიოაქტიური აქტივობა ეწოდება. შინაგანი დასხივების კომპონენტები არის ადამიანის ორგანიზმში შემავალი რადიონუკლიდები და ეს მთელი რიგი მოვლენები როგორც ადამიანის, ასევე ყველა ცოცხალი ორგანიზმის სასიცოცხლო მტერია!!
რა არის ეკოლოგია..?
- სიტყვა ეკოლოგია ბერძნული სიტყვიდანაა წარმოშობილი"oikos"და ნიშნავს საცხოვრებელ ადგილს ანუ სახლს ხოლო"logos"მოძღვრებას. ეკოლოგია არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ცოცხალი ორგანიზმების ურთიერთობას გარემოსთან. იგი იკვლევს გარემოს ზეგავლენას ორგანიზმის აგებულებაზე, ცხოველქმედებასა და ქცევაზე, ადგენს დამოკიდებულებას გარემოსა და პოპულაციების რაოდენობას შორის. ეკოლოგია დაკავშირებულია ევოლუციურ მოძღვრებასთან, განსაკუთრებით მიკროევოლუციის პრობლემებთან, რადგან ის პოპულაციაში მიმდინარე პროცესებს შეისწავლის.
- ეკოლოგია არის მეცნიერება რომელიც მიმართულია ცოცხალ არსებათა განთავსების და განაწილების, მათ გარემომცველ სამყაროსთან ურთიერთობის და წონასწორობის პირობების შეცნობისაკენ.
- ეკოლოგია ბუნების ეკონომიკაა
- ეკოლოგია გარემოს ორგანულ და არაორგანულ კომპონენტებთან ცოცხალი ბუნების ურთიერთობების შემსწავლელი მეცნიერებაა
- ეკოლოგია არის მეცნიერება, რომელიც ცოცხალ ბუნებაში არსებულ რთულ ურთიერთკავშირებს სწავლობა.
დედამიწის ფილტვები - ამაზონი
- ამაზონი უნიკალური მდინარეა სამხრეთ ამერიკაში, სათავეს იღებს კონტინენტის დასავლეთ ნაწილიდან ანდებში, წყნარი ოკეანის სანაპიროებიდან, შემდეგ კი მდინარე მიედინება სამხრეთით. ამაზონი საკმაოდ დიდ ფართობზე მიედინება, საბოლოოდ კი ატლანტის ოკეანეში ჩაედინება. ეს მდინარე სიდიდით, მეორეა მსოფლიოში. მისი სიგრძე 6 000 კმ. აქ ფიქსირდება 2 000 - მდე სახეობის თევზი. კლიმატი გაჯერებულია ტენით და ამიტომაც კონტინენტზე უამრავი მცენარეა, ამაზონის ტყეები - ეს მარადმწვანე ჯუნგლებია. ახლა კი ფაქტები იმის შესახ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამაზონის ჯუნგლები მთელი სამყაროსათვის:
- ამაზონის ბასეინი გადაჭიმულია 7 მილიონ კვადრატულ კილომეტრზე. მის აუზს ეკუთვნის რამოდენიმე ქვეყანა: ბრაზილია, ბოლივია, პერუ, ეკვადორი, კოლუმბია, ვენესუელა, გაიანა.
- ამაზონის ტყეებს "პლანეტის ფილტვებს" უწოდებენ, ეს იმიტომ რომ მათ ყველა ტროპიკული ტყის 2/3 უკავია.
- ეს ტყეები შეიწოვენ პლანეტაზე არსებული ნახშირორჟანგის 25% მეტს.
- ბიოლოგების შეფასებით აქ იზრდება 60 000-ზე მეტი სახეობის მცენარე, საიდანაც 3000 ხეა.
- 1 ჰექტარზე პრაქტიკულად შეუძლებელია ვნახოთ ორი ერთნაირი ხე.
- ტყის ზედა დონეზე, 60 მეტრ სიმაღლეზე, სიცოცხლით სავსე სამყაროა, ქვედა დონეზე კი, მიწაზე, მცირე შუქია და სიცოცხლეც თითქმის არაა.
- ამაზონის ტყეებში იზრდება უამრავი ეგზოტიკური ხე: კაუჩუკის ხე, პურის ხე და სხვ.
- აქ მთავარი სატრანსპორტო არტერია მდინარეა.
- ამაზონში ცხოვრობენ ტყის ცივილიზაციები, მაგრამ ყველაზე მთავარი პრობლემა აქ, ტყის კაფვაა...
Monday, April 27, 2015
10 ყველაზე გრძელი მდინარე და მაღალი ჩანჩქერი
კარგა ხანს კამათობდნენ იმის დასადგენად, მსოფლიოს უგრძესი მდინარე ისევ ნილოსია თუ ამაზონი. ბრაზილიელი და პერუელი მკვლევარების მონაცემებით, ამაზონის სიგრძე, მის სათავესთან აღმოჩენილი ახალი შენაკადის გათვალისჭინებით, 6 992 კმ-ია... საბოლოოდ გადაწყდა, რომ მდინარის სიგრძის დასადგენად მხედველობაში მიიღება მხოლოდ მდინარის უწყვეტი კალაპოტი და არა დროებითი შენაკადები, კალაპოტის დაჭაობებული მონაკვეთები, არასტაბილური ტბები და ა. შ. 1 ნილოსი (6 695 კმ) აფრიკა. 2 ამაზონი (6 260 დან 6 600 კმ-მდე) პერუს ანდები. 3 იანძი (6 380 კმ) აზიის კონტინენტი. 4 მისისიპი (6 275 კმ) ჩრდილოეთ ამერიკა. 5 ენისეი (5 539 კმ) ციმბირი. 6 ხუანხე (5 464 კმ) ჩინეთი. 7 ობი (5 410 კმ) დასავლეთ ციმბირი. 8 პარანა (4 880 კმ) ბრაზილიას, პარაგვაისა და არგენტინას კვეთს. 9 კონგო (4 700 კმ) ყველაზე ღრმა მდინარე მსოფლიოში, აფრიკა. 10 ამური (4 444 კმ) ქმნის რუსეთ- ჩინეთის საზღვარს. ვენესუელაში მდებარე პლანეტის ყველაზე მაღალი ჩანჩქერის, "ანხელის" სიმაღლე 979 მ-ია, წყლის უწყვეტი ვარდნის მანძილი კი 807 მ. ჩანჩქერს სახელი ეწოდა აღმომჩენის-ამერიკელი მფრინავის, ჯეიმს ეინჯელის პატივსაცემად, რომელმაც აქ საბადოების დასაზვერად გადაიფრინა: მისი გვარი (Aნგელ) ესპანურად სწორედ ასე ჟღერს. პლანეტის ყველაზე მაღალი წყალვარდნილები ცხადია, მაღლა, მთებში მდებარეობს და წყალუხვობით დიდად არ გამოირჩევა. ყველაზე მაღალი ჩანჩქერების სიაც ყოველწლიურად იცვლება ახალ-ახალი წყალვარდნილების აღმოჩენის გამო. 10 ყველაზე მაღალი ჩანჩქერი: 1 ანხელი (ვენესუელა) -979. 2 ტუგელა (სამხ.აფრიკა) - 948. 3 სამი და (პერუ) - 914. 4 ოლოუპენა (პერუ) - 900. 5 უიმბილა (პერუ) 895.4 6 ვინუფოსენი (ნორვეგია) - 860. 7 ბალიფოსენი (ნორვეგია) - 850. 8 პუუკაოკუ (აშშ) - 840. 9 ჯეიმს ბრიუსი (კანადა) - 840. 10 ბრაუნი (ახ.ზელანდია) - 836.
Sunday, April 26, 2015
გარემო და მდგრადი განვითარება
ადამიანთა საზოგადოების განვითარება ბუნებაში უწყვეტ ურთიერთობაში ხორციელდება. ადამიანს ესაჭიროება სხვადასხვა მატერიალური რესურსი, რომელიც ბუნებაზე ზემოქმედებით უნდა მიიღოს. ბუნებასა და საზოგადოების ეს ურთიერთქმედება რთული და წინააღმდეგობრივია, რომელიც თანდათანობით იცვლებოდა ადამიანის ევოლუციის კვალდაკვალ. ბუნებრივი რესურსების გაუფრთხილებელმა და არაგონივრულმა გამოყენებამ, სამეცნიერო-ტექნიკურმა რევოლუციამ და მასთან დაკავშირებულმა გარემოს ძლიერმა დაბინძურებამ გამოიწვია იმ ეკოლოგიური წონასწორობის დარღვევა ბუნებასა და საზოგადოებას შორის, რომელიც ხანგრძლივი დროის მანძილზე დამყარდა და რომელიც დამანგრევლად მოქმედებს საზოგადოებასა და გარემოზე. ადამიანის სამეურნეო საქმიანობა მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარების მზარდი ტენდენციების პირობებში განუზომლად მატულობს. ცხადია, რომ ადამიანის როგორც ბუნების ახალი და მძლავრი ძალის წარმოქმნა, გარემოს განვითარებაში თავის ღრმა ანაბეჭდებსა და შესამჩნევ დაღს ტოვებს. ბუნება კი საზოგადოების განვითარების კანონზომიერების ქვეშ მოექცა. ადამიანი განაგებს ბუნებას მანამდე, ვიდრე ანგარიშს უწევს მის კანონებს. ბუნების განვითარების კანონები კი მის თვითგანვითარებას იწვევს. ბუნების ძირეული შეცვლის საფუძველი იმაში მდგომარეობს, რომ ვიმოქმედოთ მისი თვითგანვითარების პროცესებზე.
Saturday, April 25, 2015
ვულკანი
ბუნებრივი კატასტროფებიდან ვულკანური მოვლენები ყველაზე საშინელი შედეგებით გამოირჩევა. ვულკანური რელიეფი კარგად გამოხატული რამდენიმე ნაწილისგან შედგება. მათგან თვალსაჩინო ვულკანური კონუსი და კრატერია რომლის შიგნით ვულკანის კერა და ყელი მდებარეობს. მისი დიამეტრი რამდენიმე კილომეტრსაც კი შეიძლება აღწევდეს. ვულკანის ყელი, ჩვეულებრივ, ვერტიკალური მიმართულებისაა, თუმცა ძალზე საშიშია როდესაც იგი მიმართულებას იცვლის და ვულკანი საკუთარი კონუსის ფერდობიდან გამოაფრქვევს ლავას. აფეთქების სიძლიერის მიხედვით ვულკანი სამი სახისაა: შედარებით მშვიდი, ძლიერი და ძალიან ძლიერი. ვულკანიდან ნივთიერება სამ მდგომარეობაში ამოიფრქვევა: თხევადია - ლავა, მყარია - ვულკანური ფერფლი, მტვერი, ტალახი და ქვები, გაზობრივი - წყლის ორთქლი, ნახშირორჟანგი და სხვ. გავარვარებული ლავა სწრაფად მოძრაობს ვულკანის მთის ფერდობზე, ვულკანის ამოფრქვევისას ფერფლთან და მტვრის უწვრილეს ნაწილაკებთან ერთად, ხშირად დიდი მოცულობისა და რაოდენობის მყარი მასალაც გამოიტყორცნება, რაც ლავაზე არანაკლებ საშიშია. დედამიწაზე ასეულობით მოქმედი ვულკანია, რომელთა უმეტესობა მსოფლიო ოკეანის წყალქვეშაა. ხმელეთზე ვულკანების რაოდენობით გამოირჩევა ინდონეზიის კუნძულები. აქ 200 ვულკანია, რომელთა 2/3 მოქმედია. დედამიწაზე ვულკანების რამდენიმე სარტყელია, რომლებიც ძირითადად ემთხვევა მიწისძვრების გავრცელების არეალს. ვულკანის ამოფრქვევის პროგნოზირება ძალიან ძნელია. ამოფრქვევას ხშირად ასწრებს მიწისძვრა, თუმცა ცნობილია შემთხვევები როდესაც ვულკანის მოქმედება უეცრად დაწყებულა.
Friday, April 24, 2015
ნიადაგის დაბინძურება
ნიადაგის დაბინძურებას დაუფიქრებლად გადაყრილი ნაგავი იწვევს. ზოგიერთი სახის ნაგავი სწრაფად ლპება, პლასტმასების უმეტესობა კი არასოდეს. უაღრესად სერიოზულ დაბინძურებას იწვევს ატომური ელექტროსადგურების რადიაქტიური ნარჩენები. ამგვარ ნარჩნებს, ძირითადად, კონტეინერში ათავსებენ და ჰერმეტულად ხუფავენ, თუმცა მათი მცირე რაოდენობა მაინც ხვდება წყალში ან ჰაერში. ამგვარი დაბინძურების ხანგრძლივი ზემოქმედება, ათასობით წლის განმავლობაში ინარჩუნებს მავნე გამოსხივების უნარს. რა დრო სჭირდება სხვადასხვა ნარჩენის სრულად დაშლას? 1. სიგარეტის ნამწვავის დაშლას 10 - 22 წლამდე. 2. რეზინის საბურავის დაშლას 50 - 80 წლამდე. 3. ალუმინის ქილის დაშლას 200 - 500 წლამდე. 4. პლასტმასის ბოთლის დაშლას 450 წელი. 5. პოლიეთილენის პარკის დაშლას 200 - 1000 წლამდე.
Thursday, April 23, 2015
დაბინძურებული ჰაერი
ჰაერის შემცველობაში დამაბინძურებელი ნივთიერებების რაოდენობა თითქმის მთელი საქართველოს მასშტაბით დასაშვებ კონცენტრაციას აჭარბებს. ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სისტემა კი შეზღუდული და მოძველებულია. დაბინძურების მთავარი წყარო ქვეყანაში, განსაკუთრებით კი დედაქალაქში, მომრავლებული ავტოტრანსპორტი და მისი გამონაბოლქვია. საკვებისა და წყლისგან განსხვავებით, რომლებიც შეგვიძლია კარგი ხარისხის შევარჩიოთ და ვიყიდოთ, ჰაერს ისეთს ვსუნთქავთ, როგორიც ის ჩვენს გარშემოა. ადამიანის ორგანიზმს კი დაბინძურებული ჰაერისგან ძალიან სუსტი დამცავი მექანიზმები აქვს. ამიტომ ჰაერის ხარისხი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, როგორც ადამიანის ჯანმრთელობის, ისე ეკოსისტემ
ების არსებობისთვის.
ების არსებობისთვის.
დაბინძურებული მდინარეები
მდინარის დაბინძურება უამრავ სავალალო შედეგს იწვევს. პირველი და ჩემი აზრით უმთავრესი იღუპება ეკო სისტემა, რომელიც წყლით საზრდოობს, დაბინძურებული გარემო იზიდავს უამრავ შხამიან მწერს, ქვეწარმავლებს... მდინარეები და ზოგადად წყლის რესურსები ისევ და ისევ მოსახლეობის არასწორი ქცევის გამო ბინძურდება, ამ ყველაფერს ალბათ ბუნების მიმართ საზოგადოების დაბალი თვითშეგნება განსაზღვრავს. მე ხშირად მინახავს მდინარეები, რომლებიც ბინძურდება, მოსახლეობის ეზოებში მოგროვილი ნაგვით. დროთა განმავლობაში მდინარის წყალი შრება, ბინძურდება, მისთვის დამახასიათბელი სიბინძურე, ქვეწარმავლების სიმრავლე ისევ და ისევ აწუხებს ადამიანს. რომელიც არ უფრთხილდება ბუნების უმთავრეს სიმდიდრეს, წყალს და მის რესურსებს, რომელიც ადრე თუ გვიან ამოწურვადია.
Wednesday, April 22, 2015
ხანძარი
ხანძარი არაკონტროლირებადი წვაა, რომელიც საკმაოდ სწრაფად ვრცელდება და დიდ ზიანს აყენებს მის წინ შემხვედრ ყველა ორგანიზმს. ის შესაძლოა წარმოიქმნას როგორც ბუნებრივად, ასევე განზრახ და გაანადგუროს სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარეები. ხშირ შემთხვევაში ხანძარი სწორედ ადამიანთა, ბუნებაში არასწორი ქმედების გამო ჩნდება და სწორედ ეს ხდება, ამხელა პრობლემის საფუძველი. მიტოვებული ცეცხლი, გადაგდებული სიგარეტის ნამწვავი და სხვ.... ჩვენ კარგად გვახსოვს 2008 წლის, რუსეთ-საქართველოს ომი. როდესაც, ომის შედეგად განადგურდა ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის უნიკალური ხე-მცენარეები, რომლის ხელახლა აღდგენას ასეულობით წელი სჭირდება... სწორედ ამიტომ, მივაქციოთ მეგობრებო ბუნებაში ჩვენივე ნარჩენებს ყურადღება, რადგან ეს გართობა ძვირად არ დაგვიჯდეს
საქართველოს ფაუნა
საქართველოს ტერიტორიაზე ფართოდაა წარმოდგენილი ცხოველთა როგორც ენდემური, ისე სხვადასხვა ქვეყნებისათვის დამახასიათებელი სახეობები. მათგან საქართველოში ჭარბობს ევროპული, შუა და წინააზიური სახეობები. საქართველოში მთიანი ტერიტორიების სიჭარბის გამო ცხოველთა გავრცელებას კარგად გამოხატული სიმაღლებრივი ზონალურობა ახასიათებს. თუმცა, ცალკეული სახეობები ერთდროულად რამდენიმე ზონაშიც შეიძლება შეგვხვდნენ. აქ ძირითადად გამოიყოფა დასავლეთ აღმოსავლეთ საქართველოს მთათაშორისი ბარის, აგრეთვე ტყისა და ალპური ზონები. დასავლეთ საქართველოს ვაკისა და დაბლობის ზონის მრავალფეროვანი ცხოველთა სამყარო ძლიერ განადგურებულია. თითქმის მოისპო ისეთი მტაცებლები როგორიცაა: მგელი, ტურა და ფოცხვერი. ჯერ კიდევ შემორჩა შველი, გარეული ღორი და კურდღელი. ცხოველთა სამყაროს საკმაო მრავალფეროვნებით გამოირჩევა საქართველოს ალპური ზონა. აქ არსებობა შეუძლიათ მხოლოდ თოვლსა და ხანგძლივი ზამთრის პირობებთან შეგუებულებს. ჩლიქოსნებიდან აღსანიშნავია კავკასიისთვის ენდემური ჯიხვი. იგი ზაფხულობით ალპურ საძოვრებზე ბალახობს, ზამთარში კი ჩამოდის ტყის საზღვრამდე და იკვებება გამხმარი ბალახითადა ხავსებით.
საქართველოს მცენარეთა სამყარო
საქართველოში მცენარეთა სამყარო საკმაოდ მრავალფეროვანია. რაც თვითვეულ ჩვენთაგანს მოსწონს და ზოგი ამაყობს კიდეც ქვეყნის ბუნებით. მაგრამ რატომღაც ყველას ავიწყდება, ან უბრალოდ თავს არიდებს მასთან დაკავშირებულ მრავალ პრობლემას?! რაც შემდეგში საფუძველი ხდება მცენარეთა განადგურების..... მაგ: როგორც მთელი კავკასიის ასევე საქართველოს ბიომრავალფეროვნება უკიდურესი საფრთხის წინაშეა. მაღალ მთიანეთში პირუტყვის ინტენსიურმა ძოვამ გაანადგურა მცენარეული საფარის დიდი ნაწილი, რამაც ხელი შეუწყო მიწის ეროზიებს. ტყეების უმეტესი ნაწილი კი განადგურებულია ადამიანის მიერ!! საქართველოში ბიომრავალფეროვნებაზე მოქმედი საფრთხეებიდან აღსანიშნავია: ბრაკონიერობა და ტყის მასივების გაჩეხვა. ეს ყველაფერი კი მხოლოდ და მხოლოდ ხელს შეუწყობს: ისედაც დაბინძურებული ჰაერის უკიდურეს დაბინძურებას, ცხოველთა გადაშენებას, ნიადაგის გამოფიტვას და ადამიანებში მრავალი დაავადების განვითარებას.. მე კი მეეჭვება ვინმეს ასეთ გარემოში სურდეს ცხოვრება?! სწორედ ამიტო უნდა მოვუფხრდილდეთ ბუნებას და გავხადოთ ის ჩვენი სიცოცხლის შემადგენელი, ძირითადი ნაწილი.
Add caption |
Subscribe to:
Posts (Atom)