ბუნების დამცველი
Sunday, May 31, 2015
Saturday, May 30, 2015
ტყეები მთელ მსოფლიოში იზრდება
ტყე მცენარეებისა და ცხოველების უმდიდრესი სახმელეთო რეზერვუარია. ტყის ძირითადი დამახასიათებელი ნიშანია მრავალი ხის ერთად თავმოყრა მაგრამ მასში ბევრი სხვა მცენარეც იზრდება. პლანეტის სხვადასხვა კლიმატურ სარტყელში სხვადასხვა ტიპის ტყეებს ვხვდებით. ყველაზე ტყიანი კონტინენტი სამხრეთ ამერიკაა. ტყეები მისი ტერიტორიის თითქმის ნახევარს ფარავენ. არის ქვეყნები - მაგალითად სურინამი და საფრანგეთის გვიანა, რომლებიც თითქმის მთლიანად ტყითაა დაფარული. ზოგიერთ რეგიონში ტყეები თითქმის არ არის. ასეა მაგალითად სამხრეთ-დასავლეთი აზიის ქვეყნებში. ამ ქვეყნებში ტერიტორიების უმეტესობა უდაბნოა, იქ ბევრია ნავთობითა და გაზით მდიდარი საბადოები. აფრიკაში, სუბტროპიკულ სარტყელში განლაგებულია ვრცელი, ბალახით დაფარული ტერიტორიები - სავანები. იქ ხეები ცალ-ცალკე და ერთმანეთისგან ძალზე დაშორებით დგანან. რიგორც წესი ეს აკაციები ან ბაობაბებია.
Friday, May 29, 2015
მოგესალმებით! მე ვარ ვაჟა მძელური, ამ ბლოგის შემქმნელი. იმედია ბევრ დროს არ წაგართმევთ? მადლობა წინასწარ. მინდა ორიოდე სიტყვით გადმოვცე ჩემი მოსაზრება ამ ბლოგთან დაკავშირებით... ამ ბლოგის შექმნა უპირველესყოვლისა გადამაწყვეტინა, რთულმა ეკოლოგიურმა პრობლემებმა როგორც საქართველოში, ისე მთელს მსოფლიოში. მე ამ ბლოგით შევეცადე უფრო ღიად გამომეაშკარავებინა ის კატასტროფული ეკოლოგიური პრობლემები, რის წინაშეც დგას დღეს თანამედროვე მსოფლიო. არ ვიცი რამდენად გამომივიდა ეს ყველაფერი, მაგრამ, რაც შემიძლია ვაღიარო ისაა რომ, მე ამ პროგრამის საშუალებით გავიგე იმდენი, რასაც ჩვეულებრივ სასკოლო საგანმანათლებლო პროგრამაში არ ასწავლიან!! როგორც ვიცი, ეს კონკურსი დასასრულს მიუახლოვდა და სულ მალე გამოვლინდება გამარჯვებულიც. მე მინდა წარმატებები ვუსურვო თითოეულ მონაწილეს და მადლობა გადავუხადო (USAID) და PH International საქართველოს.
კოლხეთის ეროვნული პარკის ბიომრავალფეროვნება
საუკუნეების მანძილზე სანაპიროს გასწვრივ ზღვის ტალღების მიერ გადაადგილებულმა ქვიშის დიუნებმა ლაგუნა ზღვის მარილიან წყალს მოსწყვიტა, მდინარე ფიჩორიდან პალიასტომში ჩადინებულმა სუფთა წყალმა ტბა გაამტკნარა და ამ ყველაფრის შედეგად სამი მეტრის სიღრმის ბუნებრივ წყალსატევში თევზის სხვადასხვა სახეობისთვის იდეალური საარსებო გარემო შეიქმნა. კოლხეთის ჭაობები პირველ რიგში თავისი რელქტური წარმოშობითაა მნიშვნელოვანი. ეს დაბლობები კაინოზური ხანის ნაშთია-ტროპიკული და სუბტროპიკული ლანდშაპტისა, რომელიც 10 მილიონი წლის წინ მთელი ევრაზიის კონტინენტზე უწყვეტ ზოლად იყო გადაჭიმული. კოლხეთს შემორჩა მცენარეები, რომელიც დღეს მხოლოდ შორეული ჩრდილოეთის ტუნდრისა და ტაიგის ჭაობიანი ეკოსისტემებისთვისაა დამახასიათებელი.
მრავალფეროვანია წყალმცენაარეების სახეობრივი შედგენილობა. ტორფიანი ჭაობების პერიფერიულ ზოლში, ჭაობის მდინარეთა ხეობების გასწვრივ და აღმოცენებულ დაჭაობებულ ტყეებში 9-10 მ სიმაღლის კოლხურ-ჰირკანული მუყნარი დომინირებს. აქ იშვიათად თუ გამოერევა ლაფანი, იმერული მუხა, ნეკერჩხალი.
კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიები ბოტანიკური თვალსაზრისით განსაკუთრებით საინტერესოა. აქ შემორჩენილია ფლორისტული შემადგენლობით საკმაოდ მრავალფეროვანი, რელიქტური და ენდემური სახეობებით მდიდარი ფიტოცენოზების კომპლექსები- ჭაობების, დაჭაობებული ტყეებისა და ზღვის

Thursday, May 28, 2015
რა საფრთხეს უქმნის დაბინძურებული გარემო ჯანმრთელობას?
პლასტმასის ბოთლის სრულად დაშლას 450 წელი სჭირდება, ვაშლის ნარჩენის სრულად დაშლას კი დაახლოებით 2 თვე. 200-დან 1000 წლამდე პერიოდს მოიცავს პოლიეთილენის პარკის სრულად დაშლა, ხოლო მისი ნაგავში ჩაგვება სულ რამდენიმე წამს. ქუჩაში დაყრილი ნაგვით დაბინძურებული გარემო საფრთხეს ჯანმრთელობას უქმნის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით 102 დაავადებიდან 85 სწორედ დაბინძურებული გარემოთი არის გამოწვეული.
ნარჩენები აბინძურებს ასევე ეკოსისტემას , ატმოსფერულ ჰაერს, წყალს და იწვევს ინფექციური დაავადებების გავრცელებას.
ქუჩაში დაყრილი ბოთლები, პარკები, ქღალდები დიდი ხანია აწუხებს თბილისს. დასუფთავების სამსახური თბილისში თითქმის 24 საათიან რეჟიმში მუშაობს, თუმცა სისუფთავეზე ზრუნვა მხოლოდ მათი პრობლემა არ არის.
ამ პრობლემის მხოლოდ ადმინისტრირებით გადაწყვეტა შეუძლებელია. უჩაში ნაგვის დაყრა დედაქალაქში დასჯადია თუმცა ამ საკითხის ბოლომდე მოგვარებას არც მაღალი ჯარიმები უშველის.

Wednesday, May 27, 2015
ბოლო ათასწლეულის 10 ყველაზე ძლიერი მიწისძვრა
- მიწისძვრა არის ბუნებრივი მიზეზებით გამოწვეული დედამიწის ზედაპირის რხევა. მიწისძვრები ძალიან ხშირია, მაგრამ მათი უმრავლესობა ჩვეულებრივ გარემო პირობებში ადამიანებისთვის შეუმჩნეველია. წარმოგიდგენთ ბოლო ათასწლეულის ყველაზე დიდი მიწისძვრების ათეულს:
- 1556 წლის 23 იანვარი. მიწისძვრა ჩინეთის განსუს და შენსის რეგიონებში, დაიღუპა 830 ათასი კაცი;
- 1737 წელი. მიწისძვრა ინდოეთში, კალკუტაში, დაიღუპა 300 ათასი კაცი;
- 1755 წელი. მიწისძვრა ლისაბონში, (პორტუგალია). დაიღუპა 100 ათასამდე კაცი;
- 1897 წელი. მიწისძვრა ასამში (ინდოეთი). ეს მიწისძვრა ითვლება უმსხვილესად კაცობრიობის ისტორიაში;
- 1923 წელი. მიწისძვრა იაპონიაში. რიხტერის შკალით 8.3 ბალი. დაიღუპა 143 ათასი კაცი;
- 1948 წელი. მიწისძვრა აშხაბადში (თურქმენეთი). დაიღუპა 110 ათასი კაცი;
- 1976 წლის 28 ივლისი. მიწისძვრა ტანშანში (ჩრდილო აღმოსავლეთ ჩინეთი). რიხტერის შკალით 8.2 ბალი. დაიღუპა 655 ათასი კაცი;
- 2004 წლის 24 დეკემბერი. რიხტერის შკალით 9,0 ბალიანი წყალქვეშა მიწისძვრა ინდოეთის ოკეანეში, რომელსაც მოჰყვა ცუნამი. დაიღუპა 300 ათასი კაცი;
- 2008 წლის 12 მაისი. მიწისძვრა ჩინეთის სიჩუანის პროვინციაში. რიხტერის შკალით 7.8 ბალიანი მიწისძვრა. დაიღუპა 69 ათასი კაცი, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 17 ათასი კაცი;
- 2010 წლის 12 იანვარი. მიწისძვრა ჰაიტიში. რიხტერის შკალით 7.1 ბალი. დაიღუპა 200 ათასი კაცი;
Subscribe to:
Posts (Atom)